
კენიის დედაქალაქ ნაირობიში, გაზის ქარხანაში აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.
ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, გაზის ქარხანაში აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა 222 ადამიანი. ხანძარი რამდენიმე საცხოვრებელ კომპლექსში გავრცელდა. ასევე, დაზიანებულია ტანსაცმლის საწყობი და რამდენიმე მანქანა.
ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
როგორც „ბი-ბი-სი“ წერს, აფეთქდა სატვირთო მანქანა, რომელსაც ბუნებრივი აირი გადაჰქონდა.
მთავრობის სპიკერის, ისააკ მვაურას თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ხატზე დავიფიცებ, რომ ეჭვიანი არ ვარ, სოფოს თაყვანისმცემლებს მე ვწერ ხოლმე მადლობებს“ - მიშა მესხი