
ნიუ-იორკში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა. CNN-ის ცნობით, ძლიერმა წვიმამ დატბორა ქუჩები, სარდაფები და შეაფერხა მეტროს ფუნქციონირება.
სინოპტიკოსების თქმით, ქალაქში სამ საათში ერთი თვის ნორმა ნალექი მოვიდა.
წვიმამ ყველაზე მეტად ბრუკლინის და მანჰეტენის რამდენიმე რაიონი დააზარალა.
„ეს სახიფათო მდგომარეობაა, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება“, - განაცხადა ნიუ-იორკის მერმა ერიკ ადამსმა ბრიფინგზე.
ნიუ-იოკში წვიმას ისევ ელიან.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 „მთვარის „უკურსო მოძრაობა“ - რამაზ გიგაური ოქტომბრის მნიშვნელოვან თარიღებს ასახელებს
🔵 „ჩვენში სასკოლო დისციპლინა და წესრიგი ძალიან მოიკოჭლებს“ - გია მურღულია