Digest Logo

რა ხდება ამ დროისთვის წმინდა პეტრეს მოედანზე... - ცნობები ვატიკანიდან

1745653062
ვატიკანში რომის პაპის დაკრძალვის ცერემონია

რომის პაპის ფრანცისკეს სურვილით იგი არა ვატიკანში, არამედ რომში იქნება დაკრძალული, რამაც უსაფრთხოების ზომების გაძლიერება გამოიწვია. ინფორმაციას SkyNews-ი ავრცელებს.

რომის პაპთან გამოსამშვიდობებლად მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები იკრიბებიან. ახლა კარაბინერების მთავარი მიზანი - წმინდა პეტრეს მოედანზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, რაც არც თუ ისე ადვილი ამოცანაა, რადგან ვატიკანში რომის პაპთან გამოსამშვიდობებლად ასობით ათასი ადამიანი ჩადის.

დღეს წმინდა პეტრეს მოედანზე 200 000-ზე მეტ ადამიანს და 130-მდე დელეგაციას ელოდებიან. ცერემონია, როგორც წესი, დაახლოებით 2,5 საათს გრძელდება და მას იტალიელი სასულიერო მოღვაწე, რომის კათოლიკური ეკლესიის კარდინალ-ეპისკოპოსი, ვატიკანის სახელმწიფოს დიპლომატი, კარდინალთა კოლეგიის ვიცე-დეკანი ჯოვანი ბატისტა რე წარუძღვება.

პაპ ფრანცისკეს რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ და არა წმინდა პეტრას ბაზილიკაში ვატიკანში, როგორც მის წინამორბედებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩემი საოცნებო ცხოვრებით ვცხოვრობ... ბევრი რამ მინანია, თუმცა, შეცდომები და ფსკერზე ჩასვლა გზრდის ადამიანს“ - აჩიკო ბერიძე

⭕როგორ დავიკლოთ პასკითა და სადღესასწაულო კერძებით მომატებული კილოგრამები - დალი ჩიტალაძის რჩევები

⭕რომის პაპთან დასამშვიდობებლად 250 ათასი ადამიანი მივიდა