საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცნობილი შენობები საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.
1. თურქეთში ფათიჰ სულთან მეჰმეთის ხიდი
2. იტალიაში, ქ. ბარის მერიის შენობაზე საქართველოს დროშა გამოიფინა.
3. აზერბაიჯანში, ქ. ბაქოში, 26 მაისთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის ფერებით განათდა „ჰეიდარ ალიევის ცენტრი".
4. ირლანდიაში, დუბლინის ღირსშესანიშნაობა Samuel Beckett -ის ხიდი განათდა საქართველოს დროშის ფერებით.
5. 26 მაისს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ინიციატივით, ევროპის საბჭოს შენობა საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.
6. 26 მაისთან დაკავშირებით,ვაშინგტონის ხიდი საქართველოს დროშის ფერებით განათდა.
7. ანკარაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პირველად, საქართველოს დროშის ფერებში განათდა და ასევე, ეროვნული დროშა გამოისახა ქ, იზმირის - მთავარ სიმბოლოზე - „საათის კოშკზე“.
8. 26 მაისთან დაკავშირებით, შვეიცარიაში, ქ. ბერნის მერიის შენობაზე საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა.
9. სლოვაკეთი,საქართველოს საელჩო …
აგრეთვე დაგაინტერესებთ: