Digest Logo

თურქეთში ნარკოვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

17 აპრილი 13:50
ნარკოვაჭრობა

თურქეთის პოლიციამ  17 აპრილს, ანკარაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ნარკოტიკით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი პირი დააკავა.

როგორც თურქეთის შს სამინისტროს ხელმძღვანელმა ალი იერლიკაიმ აღნიშნა, სპეცოპერაციის დროს 525 ეჭვმიტანილი დააკავეს.

მისი თქმით, სპეცოპერაციაში ათასობით სამართალდამცველი მონაწილეობდა. პოლიცია 625 მისამართზე მივიდა.

ერლიკაიას განცხადებით, დაკავებულთაგან ბევრი ეჭვმიტანილია ნარკოტიკების გაყიდვაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რეიდები გაგრძელდება და უახლოეს დღეებში კიდევ იქნება დაკავებულები.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

 🎥 „დილით გათენდა და მითხრა 70 წლის ბებერი ხრონძი ვარო...“- რას ჰყვება ალეკო მახარობლიშვილის მეუღლე?

🎥 შეიძლება თუ არა ენდროში მოხარშული გაბზარული კვერცხის შენახვა? - სპეციალისტის რჩევები

⭕გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მეორედ მოხვდა