Digest Logo

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც გერმანიის ელჩად წოდებული ადამიანი არ იშლის სპეკულაციებს“ - პრემიერი გერმანიის ელჩის განცხადებაზე

1717492381
ირაკლი კობახიძე

„ეს სამწუხარო მოვლენაა, თუმცა ეს არ არის ჩვენი პრობლემა, ეს გერმანული სახელმწიფოს პრობლემაა, როდესაც მისი ელჩი, ოფიციალური წარმომადგენელი ასეთი არასერიოზული ქმედებებით გამოირჩევა“, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, გერმანიის ელჩი, რომელიც ამ საპატიო წოდებას ატარებს, არის დასული გრიგოლ გეგელიას დონემდე.

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც გერმანიის ელჩი, გერმანიის ელჩად წოდებული ადამიანი არ იშლის სპეკულაციებს. ყველას გახსოვთ, რომ ის, თავის დროზე, ჩართული იყო „ლელოს“ საარჩევნო აქტივობაში, ბოლნისში იყვნენ წასულები, სადაც ერთობლივად მონაწილეობდნენ კონკრეტულ პოლიტიკურ საარჩევნო ღონისძიებაში.

გერმანიის ელჩი, რომელიც ამ საპატიო წოდებას ატარებს არის დასული გრიგოლ გეგელიას დონემდე. ძალიან სამწუხაროა, ის სპეკულირებს. ვნახეთ, რომ კონკრეტულმა ტელევიზიებმა გერმანიის ელჩის ეს განცხადება გამოიყენეს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, წარმოაჩინეს ისე, თითქოს გერმანიის კანცლერი საუბრობდა საქართველოში არსებულ ვითარებაზე, როცა ის საუბრობდა, თუ არ ვცდები, 5 წლის წინანდელ მკვლელობაზე, რომელიც გერმანიაში იქნა ჩადენილი.

ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჯერ გერმანიის ელჩი შეგნებულად აძლევს წყაროს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის კონკრეტულ მედიასაშუალებებს და შემდეგ ის, რომ მედიასაშუალებები ამას იტაცებენ. ეს სამწუხარო მოვლენაა, თუმცა ეს არ არის ჩვენი პრობლემა, ეს გერმანული სახელმწიფოს პრობლემაა, როდესაც მისი ელჩი, ოფიციალური წარმომადგენელი ასეთი არასერიოზული ქმედებებით გამოირჩევა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანიაში მომხდარი ძალადობის შემთხვევები დაგმო, რასთან დაკავშირებითაც 3 მაისს განაცხადა: „იზრდება პოლიტიკურად მოტივირებული მტრობა და თავდასხმები, შეუწყნარებლები ვართ სიძულვილისა და ძალადობის მიმართ. ხალხის უმრავლესობა ღირსეულია და მათი ხმა უშეცდომოდ უნდა იქნეს გაგებული“. შოლცის ეს განცხადება საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა პლატფორმა X-ზე გაავრცელა, თუმცა იქ მითითებული არ იყო, რომ კანცლერის ციტატა გერმანიას ეხებოდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ანჯელინა ჯოლი იუბილარია - ამერიკელი კინო ვარსკვლავის პირადი ცხოვრება და კარიერა

🎥 „კარგი პერიოდია ქორწინებისთვის და რომანტიკული ურთიერთობებისთვის... კვირის პირველი 3 დღე გამოიყენეთ მაქსიმალურად“ - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

🎥 „ემოცია რაც მე დამრჩა ამ პროექტში მონაწილეობის დროს არაფრისგან არ მიმიღია“ - ნონა გაფრინდაშვილი ემოციები და შთაბეჭდილებები მეგა შოუ „ვინ ვინ არის“ შესახებ