Digest Logo

„გახარიასა და ხაზარაძეს გაერთიანებით უფრო გაუჭირდებათ ბარიერის გადალახვა, ამომრჩევლები დაფიქრდებიან, რამდენად უპრინციპო პოლიტიკოსებთან აქვთ საქმე“ - ლევან მაჭავარიანი

1726744032
ლევან მაჭავარიანი

„გახარიას და ხაზარაძეს, შესაძლოა, გაერთიანებით უფრო გაუჭირდეთ ბარიერის გადალახვა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გახარიასა და ხაზარაძის შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ხაზარაძემ და გახარიამ გარედან მიიღეს დავალება, ამიტომ სხვა გზა არ რჩებათ, უნდა შერიგდნენ.

ამასთან, დეპუტატი ამბობს, რომ გახარიას ბარიერის გადალახვის ნულოვანი შანსი აქვს.

„გახარია და ხაზარაძე ვერასდროს ვერ შეთანხმდებოდნენ და სალომე ზურაბიშვილი არასდროს შეიწყალებდა ნიკა გვარამიას, ეს ყველაფერი კეთდება იქიდან გამომდინარე, რომ უცხოეთიდან მიღებულ მითითებებს ემორჩილებიან. სხვა გზა არ რჩებათ ხაზარაძესა და გახარიას, გარედან მიიღეს დავალება და უნდა შერიგდნენ, მოჩვენებითად უნდა დაანახონ საზოგადოებას, რომ ერთ გუნდს წარმოადგენენ.

მადლობა ღმერთს, არქივი არსებობს და გადავხედოთ წინა სამი წლის განმავლობაში რა სიტყვებით მოიხსენიებდნენ ერთმანეთს. ეს უბრალოდ შეურაცხმყოფელი სიტყვები არ იყო, ხაზარაძის და გახარიას მხრიდან ისეთი მძიმე ბრალდებები იყო, რომ გასაოცარია, როგორ შეიძლება, ამის შემდეგ მოლაპარაკებები აწარმოო. ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ გარედან დააჯგუფეს ასე.

გახარიას ბარიერის გადალახვის ნულოვანი შანსი ჰქონდა, ხაზარაძე ახლოს იყო დამოუკიდებლად ბარიერის გადალახვასთან, თუმცა გარანტირებული ნამდვილად არ იყო. რამდენიმე კვლევაა, სადაც ის ოთხ პროცენტზეა, არის კვლევები, სადაც ხუთ-ნახევარზეა.

შესაბამისად, რაღაც ტიპის გარანტიას იქმნიან, რომ ამ დაჯგუფებამ გადალახოს ბარიერი, თუმცა პოლიტიკაში ხდება ცოტა განსხვავებული რამ, რაც ყოველდღიურ მათემატიკაში არ ჯდება ხოლმე, აქ ციფრები არ ჯამდება. შესაბამისად, გახარიას პროცენტი არ დაემატება ხაზარაძის პროცენტს. ისინი ერთმანეთს შეჭამენ, შეიძლება, ჯამში, კიდევ უფრო გაუჭირდეთ ბარიერის გადალახვა, იქიდან გამომდინარე, რომ მათ განსხვავებული შეხედულების ამომრჩეველი ჰყავთ.

ნეიტრალური ამომრჩეველი, რომლებსაც ატყუებდნენ და თავიანთ მხარეს ჰყავდათ გადაბირებული, დაფიქრდებიან, რამდენად უპრინციპო პოლიტიკოსებთან აქვთ საქმე. ყველას ყველაფერი კარგად ახსოვს. გაერთიანებით შეიძლება, იმაზე გაცილებით ნაკლები დაუჯდეთ, რა პროცენტით ცალ-ცალკე ჰქონდეთ ჯამში“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ვინ უნდა შეიკავოს თავი ფინანსების გაცემისგან და ზოდიაქოს რომელ ნიშანს მოუტანს ძირეულ ცვლილებებს დღევანდელი დღე? - ნინა სუსლოვა

⭕ „დედამ ჩამაბარა და მითხრა – ჩემს თბილ გოგოს თქვენ გაბარებთ, ვიცი არავის დააჩაგვრინებთ, უცებ გახდა მთელი კოლექტივის ლიდერი… ყველა ტკივილზე თუ სიხარულზე მე მირეკავდა, დედიკოს მეძახდა“ – კესარია აბრამიძის მეგობარი

⭕როდის შემოვა საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, რა ეღირება ვაქცინაცია და ვისთვის იქნება უფასო? - ივანე ჩხაიძის კომენტარი