Digest Logo

ირაკლი კობახიძე: პროფესიულ დღეს გილოცავთ თითოეულ მოსამართლეს, ვინც მართლმსაჯულების სამსახურში დგახართ და უზრუნველყოფთ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას, მჯერა, თქვენი ძალისხმევით ჩვენი სასამართლო სისტემა კიდევ უფრო გაძლიერდება

1747292489
ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მოსამართლეებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

მთავრობის მეთაური სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარება ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების გარეშე წარმოუდგენელია.

„განსაკუთრებული პატივისცემით გილოცავთ პროფესიულ დღეს თითოეულ მოსამართლეს, ვინც მართლმსაჯულების სამსახურში დგახართ და უზრუნველყოფთ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას. სამართლიანობა და კანონის უზენაესობა ჩვენი საზოგადოების ქვაკუთხედია; სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარება წარმოუდგენელია ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების გარეშე. ჩვენმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სასამართლოს გაძლიერების მიმართულებით. გაიზარდა სასამართლოს დამოუკიდებლობა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება, ამაღლდა მართლმსაჯულების ხარისხი. შედეგად, დღევანდელი სასამართლო სისტემა რადიკალურად განსხვავდება იმ ვითარებისგან, რაც წინა რეჟიმის დროს არსებობდა; მოქალაქეებისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლება რეალურად ხელმისაწვდომ სიკეთედ იქცა. ეს პროგრესი, სისტემურ რეფორმებთან ერთად, თითოეული პრინციპული, სამართლიანი, მაღალკვალიფიციური და დამოუკიდებელი მოსამართლის დამსახურებაა, რომლებიც ყოველდღიურად იღებენ გადაწყვეტილებებს ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში. სწორედ მოსამართლეა სასამართლოს დამოუკიდებლობის მთავარი ღერძი, ის საყრდენი, რომელზეც მართლმსაჯულების სისტემა დგას. თქვენი ყოველდღიური საქმიანობა, თითოეული სამართლიანი გადაწყვეტილება ქმნის იმ ნდობას, რომელიც აუცილებელია ჯანსაღი სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობისთვის. მჯერა, თქვენი ძალისხმევით ჩვენი სასამართლო სისტემა კიდევ უფრო გაძლიერდება. მადლობას გიხდით პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმისთვის და წარმატებებს გისურვებთ თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მოვდივარ შენი გაყინული სხეულის ჩასახუტებლად“ - ცნობილია, მტკვარში ნაპოვნი ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა, რომელსაც 2 მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე ჰყავდა, ტრაგედიის ახალი დეტალები

⭕მტკვარში გადავარდნილ მანქანასთან ერთად, წყლიდან ორი მგზავრის ცხედარი ამოასვენეს - ეძებენ მესამე მგზავრს

⭕„ძებნა-შველის ოპერაციის დროს, ასევე, ნაპოვნია მამაკაცის და ქალის ცხედრები, რომლებიც გადასვენებულია ექსპერტიზაზე“ - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური