Digest Logo

კორძაია ელისაშვილის მიერ მამუკა მდინარაძის ფიზიკურ შეურაცხყოფაზე: ასეთი ქცევა ჩემთვის მიუღებელია

1713180849
 თამარ კორძაია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თამარ კორძაია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, სადაც „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს მამუკა მდინარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

თამარ კორძაიას თქმით, ის რაც კომიტეტის სხდომაზე მოხდა მძიმე სანახავი იყო.

„ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა. ძალიან მძიმე იყო ეს სანახავად ნამდვილად. არ ვეთანხმებით მსგავს ქმედებას. მიუღებელი იყო, რაც მოხდა ამ დარბაზში. ჩემთვის მიუღებელია ასეთი ქცევა“, - აცხადებს თამარ კორძაია.

შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს სიტყვით გამოსვლისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„როგორც კი მდინარაძემ შინაარსობრივი განხილვა დაიწყო, ყველა ოპო არხმა „ლაივი“ გათიშა!“ - ნათია ბერიძე

🎥 „ნამდვილი გაზაფხული დადგება, თბილი, ნათელი, მზიანი“ - მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზი

„ძალიან საინტერესო რაღაცები ხდება თქვენს ცხოვრებაში, ვერ გააჩერებთ“ - ზოდიაქოს 12-ვე ნიშნის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან