
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განხილვა მიმდინარეობს, სადაც სიტყვით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოდის.
როგორც ჟურნალისტი ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში წერს, კანონპროექტის შინაარსის განხილვის დროს ოპოზიციურმა არხებმა პირდაპირი ეთერი გათიშეს და საზოგადოებას მოსმენის საშუალება არ მისცეს.
„როგორც კი მდინარაძემ შინაარსობრივი განხილვა დაიწყო ყველა ოპო არხმა „ლაივი“ გათიშა! მანამდე ჰქონდათ ტრანსლაციები“, - წერს ნათია ბერიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ნამდვილი გაზაფხული დადგება, თბილი, ნათელი, მზიანი“ - მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზი