Digest Logo

ლევან მაჭავარიანი აშშ-ის მიერ საქართველოსთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფის შეჩერებაზე: ქართველი ხალხისთვის ეს ძალიან გაუგებარი გადაწყვეტილებაა, მიზეზი პირადად მე არ მესმის

1722581416
ლევან მაჭავარიანი

„ქართველი ხალხისთვის ეს ძალიან გაუგებარი გადაწყვეტილებაა, მიზეზი პირადად მე არ მესმის“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებას, რომლის თანახმად, აშშ-მა საქართველოს მთავრობას 95 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფა შეუჩერა.

მისი თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილება ძალიან ბუნდოვანია.

„ძალიან უცნაურია ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე, რომ მიზეზი პირადად მე არ მესმის. ეს თითქოსდა დემოკრატიის უკუსვლასთან არის დაკავშირებული, რომელიც ძალიან ბუნდოვანია. ქართველი ხალხისთვის ეს ძალიან გაუგებარი გადაწყვეტილებაა. ისინი სად მიმართავენ ამ თანხას, ესეც კითხვის ნიშნებს ბადებს, როგორც ევროკავშირმა გადაუნაწილა 30 მლნ ევრო „ენჯეოებს“, რომელიც ჩვენს ჯარს მოაკლო, იმავეს იზამს თუ არა აშშ, მოდით, მოვლენებს დაველოდოთ“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩემზე მეტად არავის არ სტკივა გული, გამოვასწორებ, დანებებას არ ვაპირებ“ - ილია სულამანიძის პირველი კომენტარი

„2000 სოფელი მოვიარეთ, პიპილეთელ მოსწავლეებს ახალი ბიბლიოთეკა ექნებათ“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

🎥 „გააკეთე ეს რიტუალი შენი სურვილების სწრაფი მანიფესტაციისთვის“ - როგორ მოვიქცეთ 4 აგვისტოს 15:12 საათზე