Digest Logo

ლევან მაჭავარიანი: რა სტატუსიც დაწერა ჯაფარიძემ, იგივე შინაარსი იყო 18 ნოემბრის წერილში, ოთხმა რადიკალურმა პარტიამ ე.წ. დანოსი გაგზავნა ევროკავშირში

1741611574
ლევან მაჭავარიანი

„რა სტატუსიც დაწერა ჯაფარიძემ, იგივე შინაარსი იყო 18 ნოემბრის წერილში, ოთხმა რადიკალურმა პარტიამ ე.წ. დანოსი გაგზავნა ევროკავშირში, რათა საქართველოსთან ყველანაირი დიპლომატიური ურთიერთობა შეეჩერებინათ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ფეისბუკ პოსტზე, სადაც ის წერს: „დროის გასვლასთან ერთად ქვეყანაში დარჩება ბრძოლის სულ უფრო ნაკლები რესურსი, დრო ჩვენზე არ მუშაობს და ამიტომ რუსთაველი ყოველდღე არის უმნიშვნელოვანესი“.

„ოთხივე რადიკალურმა პარტიამ 18 ნოემბერს ე.წ. დანოსი გააგზავნა ევროკავშირში, რათა ევროკავშირს საქართველოსთან ყველანაირი დიპლომატიური ურთიერთობა შეეჩერებინა და ყველანაირი ვიზიტი გაეუქმებინა. ახლა ჯაფარიძე გამოგონილ საბაბებს იგონებს. როცა არაფერი ხდებოდა, არც ძალადობრივი აქციები იყო და არც მძიმე შემთხვევები, ამ კამპანიას უფრო მანამდე ეწეოდნენ. რა სახის სტატუსიც დაწერა ჯაფარიძემ, იგივე შინაარსი იყო 18 ნოემბრის წერილში“, – აცხადებს ლევან მაჭავარიანი. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან 5 გეომაგნიტური დღე გვაქვს, 14 რიცხვში არაფერი სერიოზული არ დაგეგმოთ“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

🎥 „გამოიჩინეთ სიფრთხილე ფინანსური მიმართულებით“ - 10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

🎥 „არ დამცინოთ და კალათბურთელი ვიყავი...“ - რას ჰყვება ნანული სარაჯიშვილი ბავშვობის თამაშებზე