Digest Logo

ლევან მაჭავარიანი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: დღეს ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგათ და შევასრულოთ ის დაკვეთა, რაც მოდის მოსახლეობისგან

1736505649
ლევან მაჭავარიანი

„ეს იყო ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა მოყოლებული 2012 წლიდან“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.

დეპუტატის თქმით, დაუსჯელი არავინ დარჩება.

„ეს იყო ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა მოყოლებული 2012 წლიდან, თუმცა იყო ისეთი პერიოდი, როდესაც ჩვენ ფაქტობრივად გვაიძულეს კოჰაბიტაცია, გვაიძულეს რამდენიმე მინისტრის და პრეზიდენტის დანიშვნა და ა.შ. ვინაიდან პოლიტიკურად ისეთი ძლიერი და სუვერენული ქვეყანა არ ვიყავით, როგორც დღეს ვართ. დღეს ჩვენ ძალიან ძლიერად ვართ და მზად ვართ, ეს ნაბიჯი გადავდგათ და შევასრულოთ ის დაკვეთა, რაც მოდის ჩვენი მოსახლეობისგან.

მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩვენ მაინც ამ პროცესს აღვასრულებთ და ჩვენ ვალდებულები ვართ იმ ის ასობით ათასი ოჯახის წინაშე, რომლებმაც თავის თავზე განიცადეს ის სისხლიანი რეჟიმი, რაც 9 წლის განმავლობაში მოქმედებდა, რომ დაუსჯელი არავინ დარჩეს“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ეს არის ის, რაც არასდროს არავინ არ უნდა განიცადოს“ - მალიბუში პერის ჰილტონის სახლი დაიწვა

⭕ „ისე, როგორც არასდროს მინდოდა ვყოფილიყავი ჩემს აფხაზეთში... საბერიო, გლოვობდა ანგელოზებთან დამშვიდობებას“ – ნათია თოდუა

⭕„ის მტრედი ხომ საერთო ციდან იყო, საბერიოს ანგელოზების მამას რომ დაეყრდნო, ეს ბავშვებიც ამ ცის ნაწილები არიან...“ - გიორგი კეკელიძე