Digest Logo

ლევან მაჭავარიანი: საზოგადოება ჩვენს მდგომარეობაში უნდა შევიდეს, არც კოჰაბიტაცია გვინდოდა, არც ლომჯარიას დანიშვნა და ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება, არც გახარიას გაპრემიერება - უბრალოდ, მაგდენი პოლიტიკური ჯანი არ გვქონდა

1744710516
ლევან მაჭავარიანი

„ჩვენ არც კოჰაბიტაცია გვინდოდა, არც ნინო ლომჯარიას დანიშვნა, არც სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება და არც გიორგი გახარიას გაპრემიერება, უბრალოდ, მაშინ მაგდენი პოლიტიკური ჯანი არ გვქონდა და ჩვენი სუვერენიტეტი განმტკიცებული არ იყო“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც დეპუტატი აცხადებს, ახლა ყველა ტიპის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ეხება - საქართველოშივე მიიღება.

„ძალიან ხშირია შეკითხვა თუ რატომ დაწინაურდა 20 ივნისის შემდეგ გიორგი გახარია. ბოდიშს ვიხდით საზოგადოების წინაშე, უბრალოდ, საზოგადოება უნდა შემოვიდეს ჩვენს მდგომარეობაში.

ჩვენ, არც კოჰაბიტაცია გვინდოდა, არც ნინო ლომჯარიას დანიშვნა, არც სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება და არც გიორგი გახარიას გაპრემიერება. უბრალოდ, მაშინ მაგდენი პოლიტიკური ჯანი არ გვქონდა და ჩვენი სუვერენიტეტი განმტკიცებული არ იყო. ამაზე დრო მოვა და უფრო დეტალურად ვესაუბრები საზოგადოებას.

შესაბამისად, ახლა ყველა ხდება, ჩვენ არაფერს არავის არ ვეკითხებით და არ ვითვალისწინებთ. ყველა ტიპის გადაწყვეტილება, რომელიც ეხება ჩვენს ქვეყანას - საქართველოშივე მიიღება“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ლევან მაჭავარიანი: გახარიამ ახალი რეკორდი დაამყარა, 10-ჯერ უფრო ხშირად გამოიყენა სიტყვა - არ მახსოვსო, აკეთებდა განცხადებებს, რომლებიც ერთი მეორეს ეწინააღმდეგებოდა

🎥 გაიცანით 100 წლის ნინა ბებო, რომელიც ბავშვთა სახლში გაიზარდა და გიბრალტარის პორტიდან დიდმა სიყვარულმა საქართველოში ჩამოიყვანა

⭕„წერენ, როგორ უხდებით ერთმანეთს“ - ხალხი ჩვენს რომანს ითხოვს...“ - რა ხდება მანუ მურღულიასა და გიორგი კალატოზს შორის?