ადგილმონაცვლეობის პრინციპით პარლამენტს ლევან მაჭავარიანი, არჩილ გორდულაძე, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, პაატა სალია, გიორგი გუგუჩია და ირაკლი ჭეიშვილი შეუერთდებიან.
კენჭისყრა პარლამენტის დღევანდელ, 10 დეკემბრის სხდომაზე გაიმართება.
მანამდე უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა პარტია „ქართული ოცნების“ 8 დეპუტატს - ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილს, მიხეილ ყაველაშვილს, მაკა ბოჭორიშვილს, ანრი ოხანაშვილს, დავით სონღულაშვილს, მარიამ ქვრივიშვილს.
როგორც ცნობილია, არჩილ გორდულაძე იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ადგილს დაიკავებს, კომიტეტის ამჟამინდელი თავმჯდომარე გიორგი კახიანი კი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„2025 წელი პლანეტის ყველა მცხოვრებისთვის გარდამტეხი იქნება“ - ნახეთ სედიქ აფგანის პროგნოზი