ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას სოციალურ ქსელში პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს.
იგი ამჯერად ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც კვებასა და შაქრიან დიაბეტზე საუბრობს:
„150 გრამი პიურე, მოხარშული კარტოფილი რომ არის, მაგაში დაახლოებით 9 კოვზი შაქარი შედის. გინდა ეს კარტოფილი გიჭამია, გინდა 9 კოვზი შაქარი.
150 გრამ თეთრ მოხარშულ ბრინჯში 10 სუფრის კოვზი შაქარი შედის. იგივე ეფექტი ექნება, გინდა ბრინჯი ჭამე გინდა შაქარი.
ამ ყველაფერს სჭირდება სტრატეგია, ჭკვიანურად უნდა მოიტანოთ ეს ყველაფერი კვებაში. და დიაბეტი არის ყველაზე საშინელი და ყველაზე კეთილი.
საშინელი იმიტომ არის, რომ ყველა ორგანოს ანგრევს. მაგრამ „კეთილი“ იმიტომ არის, რომ მაგისი დალაგება და მართვა შეიძლება. კვებით უნდა დაეხმაროთ პანკრეასს, რომ ორივემ დაამარცხოთ ეს დაავადება. ამიტომ უნდა შეცვალოთ კვება“, - ამბობს არუნ ხათრი ვიდეოში.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველა ღალატი უცებ არ იწყება – ზოგჯერ ნიშნები მანამდე ჩნდება“ - რას წერს ფსიქოლოგი
⭕„გამოიჩინეთ სიფრთხილე ცეცხლთან...“ - 11 სექტემბრის ახალმთვარეობა: ქეთი ოდიშელის პროგნოზი