Digest Logo

ალერგია კანზე და მისი მკურნალობის გზები

1750087504
სეზონური ალერგია

ალერგია კანზე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა გახდა დღევანდელ სწრაფი ტემპით ცვალებად გარემოში. გამონაყარი, ქავილი, სიწითლე ან შეშუპება – ეს სიმპტომები შესაძლოა გაჩნდეს მოულოდნელად და მნიშვნელოვნად იმოქმედოს როგორც ბავშვის, ისე მოზრდილის ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობაზე.

ალერგიული გამონაყარი ბავშვებსა და მოზრდილებში — როგორ ამოვიცნო?

ალერგიული გამონაყარი ხშირად ჩნდება კანზე წითელი ლაქების, ბუშტუკების, ქავილის ან ქერცლის სახით. პატარებში ამ პროცესს ზოგჯერ თან ახლავს მაღალი სიცხე, შფოთვა ან ძილთან დაკავშირებული პრობლემები. მოზრდილებში კი შეიძლება გამოვლინდეს ლოკალური ან განფენილი გამონაყარი — საკვების, მედიკამენტის, მტვრის, მცენარის ან ქსოვილთან დაკავშირებული ალერგიის მიზეზით.

ამასთან, ბავშვებში ალერგიული გამონაყარის ერთ-ერთი ძირითადი ფორმაა ატოპიური დერმატიტი, რომელიც ხშირად იწყება ჩვილობიდან და სხვადასხვა ფაქტორის საპასუხოდ მწვავდება.

ტანზე გამონაყარი და ქავილი ხშირად მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზმი ალერგენისგან დაცვას ცდილობს. ეს ალერგენები შეიძლება იყოს:

● საკვები (თევზი, რძე, კვერცხი, თხილეული)

● მედიკამენტები

● მტვერი, ცხოველის ბეწვი ან ყვავილის მტვერი

● კოსმეტიკური საშუალებები და საწმენდი ქიმიკატები

● სინთეტიკური ტანსაცმელი

განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო იმ შემთხვევაში, თუ გამონაყარს თან ახლავს ქავილი, კანის სიწითლე ან შეშუპება… ასეთ დროს აუცილებელია დროული რეაგირება.

თანაც, ალერგია მხოლოდ კანზე არ ვლინდება. ყელის ალერგია — ანუ ალერგიული ფარინგიტი ან რინოფარინგიტი — ხშირად იწვევს ყელში ქავილის შეგრძნებას, სიმშრალეს, მტკივნეულ ყლაპვას და ალერგიულ მშრალ ხველას.
ამ დროს ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია მოულოდნელი ხველა და ყელის გაღიზიანება, რის გამოც პრობლემას ხშირად ვირუსულ ინფექციად მიიჩნევენ.

მეტის გასაგებად გადადით ბმულზე:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დაქალები ერთმანეთს ჯადოებს უკეთებენ…“ - რას ჰყვება ეზოტერიკოსი მაია ყუფარაძე

🎥 13 რამ წარმატების შესახებ რომელსაც არავინ გეტყვით - ალექსანდრე ჯეჯელავას რჩევები

⭕„იფიქრე, განიზრახე, გამოთქვი და გააკეთე სიკეთე...“ - გია მურღულიას შეგონება