
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „იუთუბის“ არხზე თემაზე - „არასაჭირო მკურნალობა ანუ სადესერტო წამლები, რომლებიც ინიშნება მასიურად და რომლებიც პაციენტის ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს“ საუბრობს და საზოგადოებას რეკომენდაციებს უზიარებს.
„ზოგადად დიდი პრობლემაა ჩვენთან ის, რომ მედიკამენტების ურთიერთქმედება არ მოწმდება და პაციენტს არც აქვს ამაზე ინფორმაცია სად ეძებოს, ან რა ინტერვალი დაიცვას ორი სხვადასხვა წამლის დალევის დროს. ცოტა რთულია ეს და მინიმუმ ექიმებმა უნდა ამოწმონ. იყო დრო, ორი წამლის მეტს ერთად არ ვნიშნავდით. ცე ჰეპატიტის წამლების დროს, კატეგორიულად დაუშვებელია კუჭის დამცავი. არსებობს ასეთი მიდგომა, რომ ანტიბიოტიკთან ერთად აუცილებელია სოკოს წამლის მიყოლება, ფაქტობრივად 10-დან 9 ადამიანი, ტყუილუბრალოდ იღებს ამ მედიკამენტებს, რაც ზოგადად საკმაოდ ტოქსიკური მედიკამენტებია. ის აუცილებელია თუ ვსაუბრობთ 5-კვირიან ანტიბიკოთერაპიაზე, როდესაც ამ მედიკამენტის დანიშვნა შეიძლება განიხილებოდეს. თუ ერთი ტაბლეტია დოზა, ჩვენთან 5-ს და მეტს იღებენ, რაც პირიქით, სოკოს რეზისტენტობას იწვევს.
აუცილებლად, ყველა მედიკამენტს, ყველა კვლევა უნდა ჰქონდეს გავლილი.
პაციენტები ხშირად მთხოვენ დავუნიშნო ღვიძლის დამცავი და აღმდგენი წამლები, ღვიძლს დავიცავთ იმ შემთხვევაში თუ მოვუფრთხილდებით მას ცხოვრების ჯანსაღი წესით და ზედმეტ წამლებს თუ არ დავაყრით თავზე ამ ჩვენს საწყალ ღვიძლის, რომლის მთავარი ფუნქციაა ამ მედიკამენტებისგან გაგვფილტროს“,- ამბობს მაია ბუწაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: