ფსიქოლოგი მარიამ დავითინიძე სტუმრად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც ბავშვის სწორად აღზრდის მეთოდებზე ისაუბრა.
სპეციალისტის თქმით, აუცილებელიც კია ბავშვისთვის თავისუფლების მიცემა, თუმცა ამ ქმედებას უნდა მოჰყვებოდეს ინსტრუქცია:
„ყველაზე დიდი საჩუქარი ბავშვებისთვის თავისუფლებაა. მაგრამ ამას ძირითადად ინსტრუქციის გარეშე ვაძლევთ. მაშინ ზუსტად უინსტრუქციო თავისუფლება ხდება უზრდელობა.
ბავშვს გამოხატვის თავისუფლება აქვს, თუმცა ბევრი რამ ნორმის ფარგლებში უნდა იცოდეს. ბავშვს უნდა ვუთხრათ, რომ აქვს ყველაფრის უფლება, მაგრამ გაითვალისწინოს სხვისი საზღვრები – არ აქვს უფლება მიაყენოს ტკივილი ან შეურაცხყოფა.
ბავშვმა, რომელმაც იცის თავისი ქმედების ჩადენის ფასი, მზად არის ცხოვრებაში რაიმე ჩაიდინოს და გამოასწოროს. ასეთი ბავშვები იზრდებიან ზრდასრულებად და ზღვარდაცულ წესიერებაში უნდა მოექცეს ეს ყველაფერი.
საკუთარ ინიციატივას ბავშვი გიკარნახებს – რა უნდა გააკეთოს, რატომ. ამიტომ უნდა მოვაყოლოთ ინსტრუქცია და ახსნა“, – აღნიშნა მარიამ დავითინიძემ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ შევინახოთ მწვანილი? - რჩევები სურსათის უვნებლობის სპეციალისტისგან
⭕„15 წელი ისე ვიცხოვრე, ჩემი ქმრის ტელეფონში ცალი თვალითაც არ გამიხედავს“ - ხატია სიჭინავა