რამდენად სასარგებლოა ერთი ჭიქა ღვინო - არუნ ხათრი „გვანცა დარასელიას პოდკასტში“ ჯანსაღი ცხოვრების წესის მორიგ აიურვედულ პრინციპებს განმარტავს.
არის თუ არა ერთი ჭიქა ღვინო წამალი?
არუნ ხათრი: არ არის წამალი. საფერავი მაგალითად არის ალკოჰოლი. ძალიან მცირე რაოდენობით შედის ყურძენში ანტიოქსიდანტი. კახელი ცოლი მყავს და ძალიან კარგად ვიცი, როგორ იწამლება მოსავალი. 15-20-ჯერ. ამ ყურძენს ეს შხამი აუცილებლად მიჰყვება.
ყურძენი კარგია ცოტა რაოდენობით. კუჭის მჟავიანობა თუ დაბალი გვაქვს, ჭამამდე ერთ ჭიქა ღვინოს მივიღებთ, ამ შემთხვევაში არის ღვინო წამალი. საჭმლისგან ნუტრიენტებს ამ შემთხვევაში მარტივად და სასარგებლოდ მივიღებთ. თუმცა თუ ჩვეულებრივი ადამიანი მოიქცევა ასე, ჩვეულებრივი ტოქსიკური ნივთიერებაა ჩათვალეთ.

რატომ იკლებენ მამაკაცები უფრო სწრაფად?
არუნ ხათრი: ქალი მეტ ცხიმს ინახავს, ვიდრე კაცი. ეს განპირობებულია ტესტოსტერონით. ციკლის დროს ქალს სჭირდება სხვანაირი ემოციური მიდგომა. ადრე, ციკლის დროს ინდოეთში ადამიანს სხვანაირი სამოსი ეცვა, რადგან ყველას სცოდნოდა, რომ ამ მდგომარეობაში მას წყალიც კი არ უნდა სთხოვო. ემოციურად სხვანაირია ამ დროს ქალი. უნდა იზრუნო ქალზე. ამიტომ უნდა დაასვენოთ და დაამშვიდოთ ქალი.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: