„ჯანსაღი კუჭ-ნაწლავი სხვადასხვა დაავადებების წარმოქმნის ალბათობას 80%-ით ამცირებს, ხოლო მეტაბოლიზმის მოსაწესრიგებლად რაციონში ფერმენტირებული საკვებისა და მწნილეულის ჩართვა აუცილებელია“, - ამის შესახებ „გვანცა დარასელიას პოდკასტში“ ინდური ხალხური მედიცინის აიურვედას სპეციალისტმა არუნ ხათრიმ ისაუბრა.
მისი განმარტებით, ქართულ სუფრაზე ყველაზე დიდ საფრთხეს ცხელი თონის პურისა და მარილის ჭარბი მოხმარება წარმოადგენს, რადგან სწორედ სწრაფი ნახშირწყლები და შაქრები უწყობს ხელს ინსულინრეზისტენტობას, ქოლესტერინის პრობლემებსა და ღვიძლის თანდათანობით გაცხიმიანებას.
არის თუ არა სასარგებლო ფერმენტირებული (მჟავე) ბოსტნეული?
არუნ ხათრი: აიურვერდაში გვაქვს ასეთი პრინციპი, თუ კუჭ-ნაწლავი ჯანმრთელი გაქვს, მაშინ სხვა დაავადებების ალბათობა 80%-ით ნაკლებია. ეს არის მეტაბოლიზმი, ეს წყვეტს ზუსტად ჩვენ ჯანმრთელობას. ამიტომ არის ფერმენტირებული საკვები საჭირო. ყველა ქვეყანას თავისი ფერმენტირებული საკვები აქვს. ინდოელებს აქვს „კანჯი“, რომელიც ჭარხლით კეთდება. იაპონელებს აქვთ და ჩინელებს „კიმჩი“. ჩვენ გვაქვს საოცარი მწნილები.
ლობიო საერთოდ სასარგებლო პროდუქტია, თუმცა არ უნდა მივიღოთ გადაჭარბებული რაოდენობით. მასში შედის ბევრი ბოჭკო. ამიტომ იბერება ადამიანი. ზომიერად მიირთვით, მიღების მერე ადექით და იმოძრავეთ, ნახევარი საათი მინიმუმ. ეს ყველაფერი კარგია ყველა ორგანოსთვის.
ქართული სუფრის არაჯანსაღი მხარე:
არუნ ხათრი: უზომოდ ბევრს მიირთმევენ თონის პურს, ცხელსაც მივირთმევთ და ბევრი მარილი აქვს. ეს არის საშინელება ორგანიზმისთვის. ყველი არ არის მავნე თუ მას ზომიერად აქვს მარილი. ღორის ხორცი მიირთვით, მაგრამ თონის პური არ მიაყოლოთ. საკვებიდან მიღებული ცხიმი ქოლესტერინზე არ ახდენს გავლენას. გავლენას ახდენს პური. თუ ადამიანი არის ინსულინ რეზისტენტი, დაავადებას ხელს უწყობს სწრაფი ნახშირწყლები და შაქრები, რაც პურს დიდი რაოდენობით აქვს.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც არაჯანსაღად იკვებებიან, თუმცა ადგებიან და შემდეგ ვარჯიშობენ. ამიტომ ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან არა რაციონით, არამედ აქტიურობით. ერთ დღეში არც ქოლესტერინი მოგემატება, არც ღვიძლი გაცხიმიანდება, თუმცა ღვიძლი დიდი ორგანოა და დროთა განმავლობაში ამ მავნე ნივთიერებებს ინახავს. წლები მიირთმევს ადამიანი ამ საკვებს, ამიტომ ღვიძლი ცხიამიანდება და მერე მივდივართ უკიდურესობამდე, დიაბეტამდე, ორგანიზმი მიდის ნგრევისკენ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: