Digest Logo

„ფოთლის ერთ მხარეს დაწერეთ თანხა, რომლის მოზიდვაც გსურთ...“ - მარტივი რიტუალი თამუნა იოსელიანისგან

1789116879
თამუნა იოსელიანი

11 სექტემბერს ცაზე ახალი მთვარე გამოჩნდება, რაც ასტროლოგიურად ენერგიების განახლებისა და ახალი საქმეების დაწყების სიმბოლოა. ასტროლოგების განმარტებით, ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში მოსალოდნელი ეს მოვლენა განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს გეგმების დალაგებაზე, ჯანმრთელობაზე, ყოველდღიურ რუტინასა და ფინანსურ პრიორიტეტებზე. მეცნიერულად კი ეს პროცესი ბუნებრივი ასტრონომიული ციკლის ნაწილია, როდესაც მთვარე მზესა და დედამიწას შორის ექცევა.

აღნიშნულ საკითხზე მარტივ რიტუალს მინეროლოგი თამუნა იოსელიანი გვიზიარებს:

„🌑 დღეს 11 სექტემბერს ახალმთვარეობაა.

✨ ეს პრაქტიკა შეგიძლიათ შეასრულოთ 11 სექტემბერს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, სანამ დასაძინებლად დაწვებით. აიღეთ დაფნის ფოთოლი. ფოთლის ერთ მხარეს დაწერეთ თანხა, რომლის მოზიდვაც გსურთ თქვენს ცხოვრებაში. მეორე მხარეს კი დახატეთ ⭕➕ — წრე, რომლის შიგნითაც პლუსია.

⭕ წრე სიმბოლოა მთლიანობისა და დასრულებული განზრახვის. ➕ პლუსი სიმბოლოა მატებისა და გამრავლების. 📲 თუ გაინტერესებთ, ზუსტად როგორ უნდა გამოიყურებოდეს, დააკვირდით ფოტოს.

შემდეგ დაფნის ფოთოლი საწოლის ქვეშ მოათავსეთ და თქვით:

✨ „მოდის საკეთილდღეოდ.“ დატოვეთ ის იქ მთელი ღამით. მეორე დღეს გამოიღეთ ფოთოლი და ნებისმიერი თქვენთვის მოსახერხებელი გზით გადააგდეთ.

✨ არსებობს მითი, თითქოს მსგავსი პრაქტიკის შემდეგ სურვილი თავისით უნდა ახდეს. თუმცა სასურველი ხშირად მოდის ახალი იდეების, საჭირო ადამიანების, ბედნიერი დამთხვევებისა და იმ შესაძლებლობების სახით, რომლებიც აქამდე თითქოს დამალული იყო. მთავარია, შეამჩნიოთ ისინი და მოქმედების არ შეგეშინდეთ“, - წერს თამუნა იოსელიანი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ წითელი კაბა და დახვეწილი სტილი: ნუცა ქავთარაძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს - „ძალიან გიხდება...“

⭕„გამოიჩინეთ სიფრთხილე ცეცხლთან...“ - 11 სექტემბრის ახალმთვარეობა: ქეთი ოდიშელის პროგნოზი

⭕„ახალი ეტაპი იწყება“ - 11 სექტემბრის ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე ძლიერ გავლენას მოახდენს: ნინა ხომერიკის პროგნოზი