Digest Logo

გადაჭარბებულად „კატეს“ გამოყენება არ ჩაივლის უკვალოდ - გურული გვაფრთხილებს

1608649301
ზურაბ გურული და კატე

რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი ზურაბ გურული აცახდებს, რომ კორონავირუსის დამარცხების შემდეგ ფილტვებზე კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება მიზანშეწიონილი არ არის, ვინაიდან დასხივება, რომელიც ამ დროს ადამიანის სხეულზე ხდება, თავისებურ ნეგატიურ კვალს მაინც ტოვებს.

„გასათვალისწინებელია...

კომპიუტერულ ტომოგრაფიას, ე.წ. „კატეს“ შეუძლია არსებითად გაზარდოს ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეებისა და ლეიკემიის რისკი. ძალიან საჭირო და სასარგებლო კვლევაა „კატე“, მაგრამ როგორც ნებისმიერი წამალი მხოლოდ შესაბამისი დოზით არის სასარგებლო.

გადაჭარბებულად ხდება „კატეს“ გამოყენება კორონა-პანდემია-ისტერიის განმავლობაში. არ ჩაივლის ეს უკვალოდ, სამწუხაროდ.

არ არის გამუდმებით შემოწმება საჭირო, პნევმონიის რა მოცულობა დარჩა ფილტვის ქსოვილში. თუ კლინიკური მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ესეიგი ფილტვის მდგომარეობაც გაუმჯობესებულია.

„კატე“ დამხმარე მეთოდია დიაგნოსტიკის. როდესაც მის გამოყენებას ვაპირებთ, ყოველთვის უნდა დავსვათ შეკითხვა: - რაში მჭირდება მიღებული ინფორმაცია და როგორ გამოვიყენებ ამ ინფორმაციას?

- რამე არ გაგვეპაროს ფილტვებში - ისმის ხშირად. ვერაფერი გაიპარება. სანამ ცვლილებები ისეთი გახდება, რომ „კატე“ დააფიქსირებს, მანამ ავადმყოფის კლინიკური მდგომარეობა გაუარესდება, სუბიექტურად ობიექტური შეგრძნებები დაფიქსირდება, სისხლის ანალიზი შეიცვლება.

„კატეს“ გამოყენება პროცესს ვერ გააჩერებს და არც გართულების პრევენციისთვის გამოდგება.
ამასთან, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ არსებითი ცვლილებები ფილტვის ქსოვილში რამდენიმე დღეში ვერ მოხდება, მითუმეტეს გამოჯანმრთელების გზაზე დამდგარი პაციენტის.

ენდეთ საკუთარ შეგრძნებებს. თუ კარგად ხართ, ესეიგი კარგად ხართ“, - წერს ზურაბ გურული.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

კოკა-კოლას და მანქანის ზეთს კორონავირუსი დაუდასტურდა, რას ნიშნავს ტესტის ეს პასუხი - ბუწაშვილის განმარტება

ახალი წლის დღეებში „კომენდანტის საათი“ არ უნდა მოიხსნას - კულუმბეგოვი მთავრობის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება

ავერსის კლინიკა, როგორ ბედავთ ასეთი რეკლამის გაკეთებას?! - თამარ ჟამურაშვილი