
ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი, საზოგადოებას მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზს აცნობს:
„27.02.2023-5.03.2023 მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზია:
თხილის (Corylus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება.
მურყანის (Alnus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და საშუალო ნიშნულზე დაფიქსირდება.
ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე მცენარის გვარის, კვიპაროსის (Cupressus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და საშუალო ნიშნულზე შენარჩუნდება.
სოკოვანი ალერგენების: ალტერნარიას (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium) სპორების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ქვესკნელი, შუასკნელი და ზესკნელი...“ - პოსტი 3 ენერგეტიკულ შრესა და პატიებაზე
🔵„ვისაც ეს პოზიტიური მოვლენა გგონიათ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის თავზე ყველა იგრძნობთ საკუთარ თავზე“ – ოთო აბესაძე
🔵„შენდობა, პატიება, ეს უდიდესი შვებაა სულისა -ამას ემსახურება მარხვა და ლოცვა... შეინანეთ და ითხოვეთ შენდობა“ - მიხეილ ცაგარელი