სააღდგომო სამზადისი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და ტრადიციებით დატვირთული პროცესია, რომელიც მოიცავს როგორც რელიგიურ, ისე კულინარიულ და კულტურულ რიტუალებს.
პასქა სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრი მზა პასქას ყიდულობს, ოჯახების დიდ ნაწილში მისი გამოცხობა ნამდვილი რიტუალია. ახლა განსაკუთრებით აქტუალურია ნაცადი, მარტივი რეცეპტები პასკისთვის, შეფ ალეკო ჯავაშვილი კი გვიზიარებს პატარა ხრიკს - როგორ მოვამზადოთ სითხე, რომელიც ტკბილეულს, მათ შორის პასქასაც, განსაკუთრებულს გახდის.
შეფ ალეკო ჯავაშვილის რეცეპტი
ინგრედიენტები:
შაფრანი - 10გრ.
დარიჩინი - 25გრ.
ილი - 25გრ.
მიხაკი - 25 გრ.
მუსკატის კაკალი და ვანილი - 10 გრ.
კურკუმა;
არაყი - 0,5 ლიტრი.
მომზადების წესი:
ყველა ინგრედიენტი გადავურიოთ ერთმანეთს, ჩავამატოთ არაყი და ეს ყველაფერი დავაბლენდეროთ. რამდენიმე დღის შემდეგ შეგვიძლია გამოვიტანოთ მომზადებული სითხე, სადაც ეს ინგრედიენტები დაილექება და გადავწუროთ.
დალექილი ინგრედიენტები არ გადავყაროთ. შეგვიძლია, პერგამენტის ქაღალდზე გადავიტანოთ და გავაშროთ. მომზადებული სითხე შეგვიძლია გამოვიყენოთ ყველა სახის ტკბილეულში. ეს სითხე ფუნთუშებს და, მათ შორის, პასქასაც განსაკუთრებულ არომატს შესძენს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გთხოვთ, ვინც ამ პოსტს წაიკითხავთ დამეხმარეთ, გემუდარებით…“ - ნანუკა გულუა საზოგადოებას მიმართავს