ღიპი სხეულის ის ნაწილია, რომელშიც მოთავსებულია საჭმლის მომნელებელი ორგანოები და რომელიც გამობერილია ჩვეულებრივ ზომაზე მეტად.
წონის კლების ექსპერტი სანდრო ჯიბლაძე გვასწავლის, რა პროდუქტები არ მივიღოთ თუ ღიპის მოშორება გვინდა:
„რომელი პროდუქტები უნდა ამოიღო რომ დააგდო ღიპი მაქსიმალურად სწრაფად, კალორიების თვლის გარეშე..
1) ყველა სწრაფი ნახშირწყალი (არამარტო ასუქებს არამედ მალევე გაშიებს რომ შეჭამ);
2) ბევრი ხილი (ხილი ჯანსაღია, მაგრამ არა წონის კლებისთვის, ფრუქტოზაც აგდებს მაღლა სისხლში შაქარს და მალევე გშივდება);
3) არ გადააჭარბო არც ჯანსაღ ნახშირწყლებს დღეში 50 გრამზე მეტს (ბევრი ნახშირწყალი ასუქებს, გთენთავს, თავს გატკიებს და მალევე გაშიებს);
4) დიეტური კოლები და დიეტური პროდუქტები (ასეთ დიეტურ პროდუქციას უმატებენ ისეთ დამატკბობელებს რისი გლიკემიური ინდექსიც ხშირად გლუკოზაზე მეტია, მაგრამ მარკეტინგისთვის და გასაყიდად იყენებენ სიტყვა „დიეტურს“.. არაფერში არ გჭირდება;
5) მზესუმზირას, სიმინდის და რაფინირებული ზეთები, არამარტო გასუქებს, იწვევს ქრონიკულ ანთებებს და დაავადებებს;
6) ნატურალური წვენები და სასმელები (ხშირად სვამენ კლების დროს რაც ანელებს პროცესს, იმიტომ რომ ფარული ცარიელი კალორიებია და ინსულინს მაინც გამოგაყოფინებს ჭარბად, რაც ანელებს კლებას და მალევე გშივდება);
7) რა თქმა უნდა უნდა ტკბილეული და ცომეული, ამაზე ყველა ვთანხმდებით...“, - წერს სანდრო ჯიბლაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: