გუშინ, 3 დეკემბერს, 11:00 საათზე საგურამოში ცნობილი ბიზნესმენის, გელა ბარკალაიას აგარაკი დააყაჩაღეს.
ნაცემია აგარაკზე მყოფი ოჯახის დამხმარეები, რომლებიც სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობენ.
დიდი ინტერესიდან გამომდინარე, გელა ბარკალაიამ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბის დეტალებზე ისაუბრა და შს მინისტრს გეკა გელაძეს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა:
„საქართველოს ბოლო 15-20 წლის განმავლობაში მინისტრი როგორც ასეთი „ჩეკისტი“, ნამდვილი პოლიციელი, პოლიციელის ოჯახიდან არ ჰყოლია. როცა გეკა გელაძე დაინიშნა შს მინისტრად, დარწმუნებული ვიყავი, რომ იგი ბევრ კარგ საქმეს გააკეთებდა ქვეყნისთვის და ხედავთ, ყოველ დღე რამდენ ნარკომანს იჭერენ, ეს არის გეკა გელაძის ხელმძღვანელობით. ეს ადამიანი არის ნამდვილი პოლიციელი, პროფესიონალი თავისი საქმის, მინდა მადლობა გადავუხადო ასეთი ორგანიზებისთვის. ვერც კი წარმომედგინა, რომ საქართველოში პოლიცია ასე იმუშავებდა“, - ამბობს გელა ბარკალაია.
ასევე დაგაინტერესებთ: