
ქრონიკული ვენური უკმარისობა მდგომარეობაა, რომლის დროსაც ქვედა კიდურების ვენებიდან ირღვევა ვენური სისხლის უკუგადინება. ამ მდგომარეობისას ადამიანს ქვედა კიდურებზე აღენიშნება შეშუპება, პიგმენტური ლაქები ტერფებზე, დაღლილობა, სიმძიმის შეგრძნება კიდურებში და ღამით კიდურის კუნთების კრუნჩხვა.
რა ასაკიდან იწყება ვენური უკმარისობა და რა პროფესიის ადამიანებში ვლინდება ყველაზე ხშირად - მნიშვნელოვან საკითხებზე ქრონიკული ვენური უკმარისობის, მისი სიმპტომების და მკურნალობის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში სისხლძარღვთა ქირურგი, ანგიოლოგი, მედიცინის დოქტორი კონსტანტინე ყიფიანი საუბრობს.
„ეს დაავადება საკმაოდ გავრცელებულია, განსაკუთრებით კი ქალბატონებში, ყოველ მესამე ქალბატონს აქვს აღნიშნული პრობლემა. ეს არ არის თანდაყოლილი, ქალბატონებში ბევრი რისკფაქტორია - როგორიც არის გენეტიკა, წონა, პროფესიები (ვინც ყველაზე ხშირად ზის, ან სტომატოლოგები, შტანგისტები) და მშობიარობა, რაც უფრო ხშირია მშობიარობა უფრო მეტად ვლინდება ვენური უკმარისობა.
მისი წამყვანი სიმპტომი ე.წ დაღლილი ფეხებია, ანუ ადამიანს დღის მეორე ნახევრიდან უმძიმდება ფეხები“, - ამბობს კონსტანტინე ყიფიანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით