
თმის საღებავი სილამაზის შენარჩუნების საკმაოდ გავრცელებული საშუალებაა, თუმცა მათში შემავალი ქიმიური ნივთიერებები ზოგჯერ რისკებს შეიცავს, როგორც ჯანმრთელობისთვის, ისე კანისა და თმის მდგომარეობისთვის.
საღებავებში ხშირად არის პარაფენილენდიამინი (PPD) და სხვა ქიმიკატები, რომლებიც იწვევს სიწითლეს, ქავილს, გამონაყარს და შეშუპებასაც კი.
ხშირი შეღებვისას ორგანიზმში შეიძლება დაგროვდეს ტოქსინები, რაც ზიანს აყენებს ღვიძლს, თირკმლებს და ზოგადად იმუნურ სისტემას.
ამიაკისა და სხვა ორთქლების ჩასუნთქვამ შეიძლება, გამოიწვიოს თვალების წვა, ხველა, ბრონქული გაღიზიანება.
გარდა ამისა, საღებავის კანზე მოხვედრამ შეიძლება, გამოიწვიოს ქიმიური დამწვრობა ან გახდეს ატოპური დერმატიტის გამწვავების მიზეზი.
ხშირი შეღებვა ასუსტებს თმის ღერს, იწვევს სიმშრალეს, მტვრევადობას და ცვენას.
ზოგიერთი კვლევა თმის საღებავებში არსებულ ნივთიერებებს ონკოლოგიურ დაავადებებთან აკავშირებს, თუმცა მეცნიერები აქ ერთსულოვნად არ თანხმდებიან.
თუ ოდესმე გქონიათ ძლიერი ალერგიული რეაქცია ან სუნთქვის გაძნელება საღებავის შემდეგ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს და მომავალში მოერიდოთ ქიმიურ საღებავებს.
სხვა რეკომენდაციებისთვის კი იხილეთ ვიდეო👇
ასევე დაგაინტერესებთ: