Digest Logo

რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ წელს ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა გიწევთ - ზურაბ ძნელაშვილის რჩევები!

1761832288
 ზურაბ ძნელაშვილი

იურიდიული კომპანია Tax & Legal Solutions-ის დამფუძნებელ ზურაბ ძნელაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და ბოლო დროის ერთ-ერთი აქტუალური თემის ქონების გადასახდის შესახებ წერს, იგი საზოგადოებას უზიარებს დეტალურ ინფორმაციას თუ რა შემთხვევაში მოუევთ ქონების გადასახდის გადახდა: 

🅰️ აი რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ წელს ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა გიწევთ:

⏺ დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 1 ნოემბერი.

⏺ დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება მხოლოდ ელექტრონული ფორმით (rs.ge), გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.

⏺  წელს უნდა წარადგინოთ 2025 წლის წლიური დეკლარაცია, ამიტომ არ შეუცვალოთ დეკლარაციას პერიოდი პორტალზე.

⏺  წლევანდელ დეკლარაციაში აისახება:

ა) 2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში არსებული მიწა, ასევე სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ის მიწა, რომლითაც სარგებლობთ ან რომელსაც ფლობთ ამავე თარიღის მდგომარეობით;
ბ) 2024 სრული/არასრული წლის განმავლობაში საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (სახლი, ბინა, ავტოფარეხი, კომერციული ფართი), მსუბუქი ავტომობილები, იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები.

⏺  თუ ქონება (გარდა მიწისა) 2024 წელს თქვენს საკუთრებაში იყო არასრული წლის განმავლობაში, მასზე ქონების გადასახადის გაანგარიშება ხდება 2024 წლის განმავლობაში ამ ქონების თქვენს საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად (თვეების რაოდენობას უთითებთ პორტალზე).

⏺  დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება 2024 წლის ბოლოსთვის მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით, ხოლო მიწაზე - 2025 წლის 1 აპრილისთვის მისი ფართობის მიხედვით (არასასოფლო მიწაზე - კვ/მ; სასოფლო მიწაზე - ჰა).

⏺  გადასახადის განაკვეთებს თქვენ არ წერთ დეკლარაციაში, მას თვითონ პორტალი შეგირჩევთ.
  ოჯახად ითვლება – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან.

⏺  ოჯახის შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი (დარიცხული ხელფასიც), მათ შორის, სარგებელი, საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად.

⏺  თუ ოჯახში ერთზე მეტ წევრს უწევს დეკლარაციის წარდგენა, მათ შეუძლიათ ცალ-ცალკე წარადგინონ დეკლარაციები ან ერთ-ერთმა წარადგინოს საოჯახო დეკლარაცია.

⏺  ქონების გადასახადს თვითონ გამოიანგარიშებს პორტალი თქვენ მიერ წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. ამიტომ, დეკლარაციის გაგზავნის შემდეგ, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მყისიერად მიიღებთ „საგადასახადო მოთხოვნას“, რომელშიც ასახული იქნება გადასახადის ოდენობა.

ქონების გადასახადს იხდით ბიუჯეტში, ნებისმიერი ბანკიდან, ერთიან სახაზინო კოდზე 101001000.

ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ნოემბერი.
შენიშვნა: ეს პოსტი ეხება მხოლოდ იმ პირებს, ვისაც წელს უწევს ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕სტრესი, უძილობა და მათი გავლენა ჩვენზე - როგორ დავიხმაროთ ნევროლოგი პრობლემების მოგვარებაში?

⭕„ღმერთისთვის ყველა ადამიანი ერთია, ამიტომ ადამიანები ტყუილად ეტოლებიან ერთმანეთს“ - რას წერს გია ჯაჯანიძე

🎥 „იცით როგორი იყო ლაშა? თავისი ადამიანობით ჩვენი ცხოვრება შეცვალა! ყველასი იყო და ყველასთვის იყო“ - „ქვევრი“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს