19 იანვარს მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.
კალიფორნიაში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა რუსეთის სახელით გამომსვლელი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა.
ბრძოლის პირველ ორ რაუნდში ნურმაგომედოვი უკეთ გამოიყურებოდა, მერაბ დვალიშვილმა კი ტემპს მესამე რაუნდიდან მოუმატა და მეტოქეს შედარებით გაუჭირდა.
მეოთხე რაუნდში დვალიშვილი კიდევ უფრო გააქტიურდა და ნურმაგომედოვი ვერაფრის გაკეთებას ვეღარ ახერხებდა, იგივე გაგრძელდა მეხუთე რაუნდშიც და საბოლოოდ, მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვებულად ქართველი გამოცხადდა.
მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას მსოფლიო პრესაც გამოეხმაურა: „მანქანა იგებს შეშლილ ბრძოლას...“, „დვალიშვილის უწყვეტი ენერგია დაფასდა...“, „შთამბეჭდავი გამარჯვება“ - სწორედ ამ სათაურებით გამოქვეყნდა სტატიები ტაბლოიდებში.
პრესაში აქტიურად განიხილება დვალიშვილის განცხადება, სადაც ის აღნიშნავს, რომ პენსიაზე გასვლა მშვიდად შეუძლია. სტატიები მიეძღვნა მებრძოლის მიერ UFC-ში დამყარებულ რეკორდს. მერაბმა მოწინააღმდეგის გდებაში ისტორიული რეკორდი მოხსნა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „საკმაოდ დადებითი დღეა ფინანსური კუთხით...“ - 20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან