ცივი წყლის მავნებლობა, ჭამის დროს სწორი ჯდომის კულტურა და ლუკმის ხანგრძლივად ღეჭვა, რაც ბუნებრივად ცვლის წონის დასაკლებ პრეპარატებს - არუნ ხათრი „გვანცა დარასელიას პოდკასტში“ ჯანსაღი ცხოვრების წესის მორიგ აიურვედულ პრინციპებს განმარტავს.
მისი თქმით, დილით უზმოზე მხოლოდ თბილი ან ოთახის ტემპერატურის წყლის მიღებაა დაშვებული, ხოლო გავრცელებული შეხედულება იმის შესახებ, რომ ერთი ჭიქა ღვინო ყოველდღიურად წამალია, მითია და ის მხოლოდ დაბალი მჟავიანობის მქონე ადამიანებისთვისაა სასარგებლო:
რატომ არ შეიძლება ცივი წყლის დალევა?
არუნ ხათრი: როცა უზმოზე წყალს მივირთმევთ, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, თბილი, ან პირდაპირ ონკანიდან ჩამოსხმული. დაუშვებელია ცივი, მაცივრის წყლის მიღება. წყალი არის ცოცხალი ორგანიზმი. ადამიანის განუყოფელი ნაწილი. ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია წყალი. დილას რომ გაიღვიძებთ, პირველად ეს საქმე უნდა გააკეთოთ - ჯერ წყალი მიირთვით და შემდეგ ყავა.
აიურვედას მიხედვით, როცა წყალს სვამთ აუცილებელია ისხდეთ, რადგან როცა წყალს დამდგარ მდგომარეობაში სვამთ, ის მიიღება ორგანიზმში ძალიან სწრაფად. ამით კი დაავადებები და მუხლების ტკივილი არ განიკურნება. ფეხზე დგომით ვერ დალევთ წყალს ნელა, როგორც სწრაფად მიიღებთ ამ წყალს, ისევე სწრაფად გამოდევნის ორგანიზმი მას. აიურვედაში არის ასეთი ფრაზა: „წყალი უნდა ჭამო, საჭმელი კი დალიო“. იმდენად უნდა დაღეჭო საკვები, რომ თითო ლუკმა წყალივით გახდეს. როცა ადამიანი დიდხანს ლუკმას ღეჭავს, ისეთ ჰორმონს გამოიმუშავებს პირის ღრუ, სხვა დანამატები გახდომისთვის აღარ არის საჭირო - მაგალითად იგივე „ოზემპიკი“.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ერთი ჭიქა ღვინო მართლა სასარგებლოა? - არუნ ხათრი აიურვედის პასუხზე