
ნინუშკა ლისენკო ტაროლოგია, რომელიც საზოგადოებას პერიოდულად რჩევებსა და კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით რიტუალებს უზიარებს.
იგი ასევე ეხება ბევრი ადამიანისთვის სენსიტიურ და აქტუალურ თემას, სწორედ ამიტომ მისი აუდიტორიაც დღითი დღე მზარდია.
ამჯერად ლისენკო მორიგ რეკომენდაციას ავრცელებს, სადაც სილამაზის შესახებ რიტუალს საზოგადოებას უზიარებს:
„რიტუალი კანზე და სილამაზეზე.
უნდა ვიყიდოთ ახალი კრემი, რომელსაც ხშირად იყენებთ სახის. ეს რიტუალი კეთდება საღამოს საათებში. უნდა გავხსნათ ეს საცხი და წარმოვთქვათ სიტყვები:
მშვენიერების თორმეტი დაო
პირველი დისგან - მომეცეს მიმზიდველობა,
მეორისგან - სილამაზე.
მესამისგან - სქელი თმა.
მეოთხისგან - ხმოვანი ხმა.
მეხუთისგან - ნაზნი ხელები.
მეექვსისგან - თეთრი კბილები.
მეშვიდესგან - შავი წამწამები.
მერვესგან - თხელი წარბები.
მეცხრესგან - ცეცხლოვანი თვალები.
მეათესგან - წვეტიანი ცხვირი.
მეთერთმეტესგან - ალისფერი ტუჩები.
მეთორმეტესგან - ვიყო სრულად მშვენიერი!
ეს ტექსტი დაიზეპირეთ ყოველ საღამოს, როცა დააპირებთ კრემის წასმას წარმოთქვით ეს სიტყვები და ფოკუზირდით წარმატებაზე. კარგად შველის აკნეს და დაბერებას, შარმს გმატებთ ეს რიტუალი“, - ამბობს ნინუშკა ლისენკო.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის ემზადება