Digest Logo

🎥 როგორ აისახება სეზონების ცვლილება ჩვენს კანზე? - საჭირო რჩევები კოსმეტოლოგისგან

1727787758
გ ნინო ხაინდრავა

როგორ აისახება სეზონების ცვლილება ჩვენს კანზე? გამოფიტული კანის მოვლის შესახებ კოსმეტოლოგი ნინო ხაინდრავა საუბრობს.

მისი თქმით შემოდგომის დადგომასთან ერთად ჩვენი კანის მოვლაც იცვლება.

„პირველი, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება ეს არის კანის დატენიანება, მეორე კი მკვდარი უჯრედების მოშორებაა, ე.წ. სახლის პილინგების გაკეთება და მესამე არის დაზიანებული კანის ბარიერის აღდგენა.  

შემოდგომაზე რეკომენდებულია გამოიყენოთ სახის ისეთი დამატენიანებელი, სადაც შედის პრობიოტიკი და საცხს აწერია მკვებავი. ასევე თუ შრატს იყენებთ უმჯობესია გამოიყენოთ შრატი, რომელსაც აწერია მკვებავი შრატი“, - ამბობს კოსმეტოლოგი.

იგი ასევე გვიზიარებს დილის და საღამოს რუტინას.

„დილით გამოიყენეთ ანტიოქსიდანტები (ნიაცინამიდი, ან ც ვიტამინი), საღამოს კი შეგიძლიათ ჩასვათ სხვა ნებისმიერი რამ“, - ამბობს ნინო ხაინდრავა.

უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„თქვენი ყურება არასდროს მბეზრდება, საოცარი ენერგეტიკა მოგაქვთ“ - თიკა ფაცაცია და აჩიკო სოლოღაშვილი ერთობლივ კადრებს აქვეყნებენ

⭕ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა

⭕„სრულიად უვნებელ და სასარგებლო პროდუქტს რატომ „გაუტყდა სახელი“ ასე საშვილიშვილოდ?“ - მაია ბუწაშვილი