
როგორ გამოვიკეთოთ ხასიათი საკვებით?! შოკოლადი ალბათ ყველას აბედნიერებს, მაგრამ საინტერესოა კიდევ რომელი პროდუქტები ახდენენ გავლენას ამ პროცესზე. დიეტოლოგები მიიჩნევენ, რომ ადამიანის განწყობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ის საკვები, რასაც მივირთმევთ.
გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ენდოკრინოლოგმა თამარ ხუციშვილმა ის პროდუქტები დაასახელა, რაც მელანქოლიისგან გიხსნით.
„კვება ჩვენი ჯანმრთელობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. კვება მოქმედებს ყველა პროცესში, მათ შორის განწყობაზე ახდენს გავლენას.
არსებობს პროდუქტები, რითაც შეგვიძლია გავიუმჯობესოთ განწყობა. მაგალითად, თევზი, ორაგული, მოლუსკები, პარკოსნები, ნუში, გოგრა, კაკალი“, - ამბობს ენდოკრინოლოგი.
ასევე დაგაინტერესებთ: