Digest Logo

როგორ მოვამზადოთ სახლში ნაყინი? - მარტივი რეცეპტი

1751629528
ნაყინი  ნაყინი

უგემრიელესი დესერტი, რომელსაც ზაფხულში თითქმის ყოველდღე მიირთმევთ, არც მეტი არც ნაკლები, პირველად 5 ათასი წლის წინ მოამზადეს.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და უამრავი ფერისა თუ არომატის ნაყინი გამოიგონეს, თუმცა დღეს მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გემრიელი - ვანილის ნაყინის რეცეპტი და სახლში მომზადების წესი უნდა წარმოგიდგინოთ.

ინგრედიენტები: რძე, კვერცხი, შაქარი, ნაღები, ვანილი და მარილი.

კვერცხის გული და შაქარი

6-7 კვერცხის გული და ნახევარი ჭიქა შაქარი ერთ თასში მოათავსეთ და იქამდე ათქვიფეთ სანამ თეთრ და ფუმფულა მასას არ მიიღებთ.

რძე და ნაღები

ახლა კი ორი ჭიქა რძე და ნახევარი ჭიქა ნაღები ქვაბში ჩაასხით და ადუღებამდე დაბალ ცეცხლზე დატოვეთ. ცხელ მასას ათქვეფილი კვერცხი დაუმატეთ და კარგად მოურიეთ.

ვანილი და მარილი
 
ათქვეფილი მასა ცეცხლიდან გადმოდგით, ერთი კოვზი ვანილი და ცოტაოდენი მარილი შეურიეთ. საბოლოოდ მიღებული მასა საცერში გადაწურეთ და საყინულეში შედგით. 

სულ რამდენიმე საათიც და სახლში მომზადებული უგემრიელესი ვანილის ნაყინი მზად არის. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესების შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს

⭕„პატარა მამა... როცა ექვსი წელი საუკუნეს უდრის, მეშინია ამ დღის...“ - ნანუკა გოგიჩაიშვილი მამაზე

⭕ვეფხისტყაოსანი დოლზე - გაიცანით მამუკა სამხარაძე კაცი, რომელიც ბგერების მაძიებელია