Digest Logo

🎥 როგორ შევარჩიოთ იდეალური სუნამო ზაფხულისთვის ბიუჯეტურად და ხარისხიანად? - არომა-მარკეტოლოგის რჩევები

1749734088
ეკა ჯანიაშვილი

შევარჩიოთ სუნამო შემადგენლობისა და კონცენტრაციის მიხედვით არომატის სიძლიერე, ალბათ, სუნამოს მთავარი ტექნიკური მახასიათებელია. იგი განისაზღვრება შემადგენლობით, ინგრედიენტების პროპორციით და ალკოჰოლის რაოდენობით, რომელშიც იხსნება სუნამოს შემადგენლობა.

არომატული მასალების პროცენტული მაჩვენებელი კონკრეტულ პროდუქტს პარფიუმერიის გარკვეულ კატეგორიაში კლასიფიცირებს. ბევრი მწარმოებელი მიმართავს მარკეტინგულ ხრიკებს, სთავაზობს მომხმარებელს რაღაც ახალს, მაგრამ კლასიკური სისტემა უცვლელი რჩება.

როგორ შევარჩიოთ იდეალური სუნამო ზაფხულისთვის ბიუჯეტურად და ხარისხიანად? როგორია დასხმის და შენახვის სწორი ტექნიკა - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დღის პოსტი“ არომა-მარკეტოლოგმა ეკა ჯანიაშვილმა ისაუბრა:

„სუნამოს შეცვლა სეზონის მიხედვით არ არის სავალდებულო, უბრალოდ განწყობას ქმნის. ზაფხულს გრილი, ჰაეროვანი, ციტრუსოვანი სუნი უხდება. ზაფხულის ცხელი, ნესტიანი ჰავა ადვილად ხსნის სუნამოს.

განწყობას ძალიან ქმნის არომატი, ამიტომ ჯობს, როგორც კარგი სამკაული ისე მოვირგოთ. 

ახლა ბაზარზე ძალიან დიდი არჩევანია. დაპკურებისას ხელის გასმა არ არის სწორი, სუნამოს ფოლიკული ფუჭდება და ის სურნელი, რაც უნდა წამოიღოს, აღარ ჯდება“, - ამბობს ეკა ჯანიაშვილი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩემი ყველაფერი“ - რუსა ჩაჩუა ოჯახურ ფოტოებს გვიზიარებს

⭕არის თუ არა ნორმალური, აზრთა სხვაობის გამო მეგობრების დაკარგვა? - რას პასუხობს რუსკა ქარქაშაძე

🎥 „მათ ხელში მატერიალური ნივთები ადვილად ზიანდება, უჭირთ ფულის შენახვა...“ - პირველი ჩაკრის მუშაობის დარღვევის ნიშნები