
საგამოცდო პროცესი წელს 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
როგორი კალმის შეტანა შეგვიძლია ეროვნულ გამოცდაზე და რა ნივთებით არ დაიშვებით ? - აღნიშნულ საკითხზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ისაუბრა.
„საგამოცდო ბარათში რისი შეტანაც შესაძლებელია ადგილზე წერია. პირველ რიგში წყალი პლასტმასის ბოთლში რა თქმა უნდა. სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ კალამი შეიტანონ. 0,5 0,7 მილიმეტრიანი ბურთულის მქონე. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა კალამმა შესაძლოა გამოიწვიოს ნაწერის დაზიანება. დაცულობის თვალსაზრისით ამ რეკომენდაციებს გავცემთ ხოლმე.
არ შეიძლება მობილურის საათის არის კიდევ სხვა ჩამონათვალი. ეს საჭიროებებიდან გამომდინარეა ხოლმე. ცნობარი რომელიც საჭიროა თითოეული აბიტურიენტისთვის ყოველთვის ქვეყნდება. შესაბამისად უნდა გაეცნონ დეტალურად.
მაგალითად წამალი, ფორმა ასზე დაყრდნობით განიხილება კომისიის მიერ და შესაბამის ადამიანებს საკვებიც კი შეაქვთ ადგილზე“, - აღნიშნა ნინო წერეთელმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„წარსული და აწმყო“ - „ლევანტე“ შოთა არველაძისა და გიორგი ქოჩორაშვილის ფოტოებს აქვეყნებს
🎥 „შეთანხმება მოხდა ჩემს აღმზრდელ მამასა და ბაბუას შორის...“ - რას ჰყვება ჟურნალისტი მაია პაპიძე