Digest Logo

„ორის თავი ჩანდა, ერთი წყალმა წაიღო... სკოლის ამხანაგები არიან“ - რას ჰყვებიან თვითმხილველები მტკვარში გადავარდნის შემთხვევაზე

1747213863
თვითმხილველი

თბილისში, გვიან ღამით, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროდან მტკვარში ავტომობილი გადავარდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მანქანაში 4 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი გადაარჩინეს და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

3 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ მაშველები. ადგილზე, ამ წუთებში, რამდენიმე სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს. 

თვითმხილველებმა „პალიტრავიდეოსთან“ ისაუბრეს და ამბობენ, რომ ისინი სკოლის მეგობრები იყვნენ:

„20-დან 25 წლამდე ასაკის არიან, ორი მანქანიდან გადმოხტა ორის თავი ჩანდა და ერთი ამოიყვანეს, მეორე წყალმა წაიღო. 

დაჯახებულია მანქანა, ჯერჯერობით არაფერი არ ვიცით. სკოლის ამხანაგები არიან“ , - ამბობენ თვითმხილველები. 

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

უწყების ცნობით, ამ დრომდე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ავტომობილში მყოფი სხვა მგზავრების მიმართ სამაშველო ღონისძიება, რომელშიც მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და ყველა შესაბამისი წყალზე სამაშველო სპეცტექნიკა.

„გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მდინარე მტკვარში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც დაკავშირებულია წყლის მოდინების რეჟიმის დარღვევასთან.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინოთ სიფრთხილე და თავი შეიკავოთ გადაადგილებისგან ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფში კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ მოიქცეთ ექიმთან მისვლამდე თუ გაზების ჭარბად დაგროვება გაწუხებთ - გასტროენტეროლოგ ჯაბა ზარქუას რეკომენდაციები

„მომავალი მოდელი“ - ანუკი ქორქია შვილის უსაყვარლეს ფოტოებს აქვეყნებს

🎥 „როგორი საყვარლები, ნიჭიერები და ლამაზები ხართ“ - ლიზა ჩიჩუას და ქეთი ასათიანის არაჩვეულებრივი დუეტი