მაია ყუფარაძე ცნობილი ეზოტერიკოსია, რომელიც ასაკის მიუხედავად არაჩვეულებრივ ფორმაშია.
63 წლის ეზოტერიკოსმა გამოცემას „ზმნა“ ინტერვიუ მისცა, სადაც გვასწავლის, რისი გაკეთება შეგვიძლია ავი თვალისგან დასაცავად.
როგორც მაია ყუფარაძე ამბობს, ქვები, ჩვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით აქტიურად მუშაობენ ჩვენს დაცვაზე:
„ზოგადად ყველაფერი ავისგან, ქრისტიანებს, გვიცავს ჯვარი და ღვთისმშობელი. ავი თვალი აზიანებს ჩვენს ენერგეტიკულ ველს, აურას; შეიძლება შვიდი ჩაკრა ისე დახვრიტოს, ავადმყოფობები გამოიწვიო. ღმერთმა ყველა დაგვიფაროს. ახლახან გოგონა მივიღე სეანსზე, ისე ჰქონდა აურა საცერივით დახვრეტილი, გავგიჟდი.
ავი თვალისგან მინერალი, ბუნებრივი ქვა დაგეხმარებათ. ჩვენი ქვები, ჩვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით აქტიურად მუშაობენ ჩვენს დაცვაზე. მაგრამ ასევე არის დღეები, რომ რომელიღაც კონკრეტული ქვა, ყველაზე დადებითად მოქმედებს. მაგალითად, აქატის დღეა. ჩემი ქვა არ არის, მაგრამ მე იმ დღეს მაინც ვატარებ აქატს.
შეიძლება პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ გიშერს ყველაზე სუსტი დაცვა აქვს ავი თვალისგან. ვინც ავი თვალის მიმღები და მედიუმია, შეიძლება ასი გიშერი დასჭირდეს წელიწადში. ასე რომ ბუნებრივი ქვები ატარეთ, თქვენი ქვები“, - ამბობს მაია ყუფარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის ნოემბრის ბოლომდე განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი ელოდება