Digest Logo

„შეიცვალე ვარცხნილობა და ცხოვრებაც შეიცვლება...“ - რას წერს ქეთი ოდიშელი

1769100204
ქეთი ოდიშელი

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ვარცხნილობის შეცვლასა და მასთან დაკავშირებულ ცხოვრებისეულ მოვლენებზე წერს:

„შეიცვალე ვარცხნილობა და ცხოვრებაც შეიცვლება.

თმები - ეს არის ის ინსტრუმენტი, რომელსაც მოფრთხილება სჭირდება. თმა საკმაოდ ნელა იზრდება და ის არა მხოლოდ ესთეტიკური ფუნქციისა და სილამაზისათვის მოგვცა განგებამ. შეიძლება იქვას რომ თმები ადამიანის სხეულის ბუნებრივი ანტენებია. ისინი ატარებენ სივრციდან უხილავ სასიცოცხლო ძალასა და ინფორმაციას სხეულისაკენ.

არის ასეთი ლეგენდა, დიდი ხნის წინათ ადამიანს თავის გარშემო ნიმბა ჰქონდა,( ნიმბას ვხედავთ წმინდანთა გამოსახულების თავის ირგვლივ), მაგრამ თმები არ ჰქონდათ, მის ნაცვლად თავი დაფარული იყო ფუფხივით ზედაპირით, დაახლოებით ახალდაბადებული ბავშვის თავის მსგავსად. როდესაც ადამიანი გახდა „ცოდვილი“, კოსმიური ენერგიის სხივები თავის ირგვლივ დამძიმდა, გადაიქცა თმებად და მას შემდეგ ის იქცა მაკავშირებელ რგოლად ადამიანსა და ზეცას შორის.

თმები - ჩვენი კოსმიური ძალის წყარო.

მაგები ამბობენ, რომ თუ რაიმე ხდება თმებთან დაკავშირებით - ეს ცვლის უხილავი წყლის დინების ნაკადს, რომელიც გვასუფთავებს ჩვენ თავისი ბიოენერგეტიკული ტალღებით. ამიტომ, ნებისმიერმა ზემოქმედებამ თმებზე შეიძლება შეცვალოს არა მარტო გარეგნული იერი, არამედ მთელი ჩვენი ცხოვრება.

იმისათვის, რომ არ გავმელოტდეთ დროზე ადრე და არ დავკარგოთ ჩვენი ზეციური მფარველი, საჭიროა დავიცვათ გარკვეული უსაფრთხოების ზომები, თქვენ ზუსტად და მკაფიოდ უნდა იცოდეთ როდის და რატომ უნდა შეცვალოთ რაიმე თმებთან დაკავშირებით.

წესი პირველი:

თმები ყველას არ უნდა ანდოთ, ადამიანი, რომელიც თმებს გაჭრით მოქმედებს თქვენს ბიოველზე. სალონში მისვლისას შეარჩიეთ არა მარტო მოდური ვარცხნილობა, არამედ ენერგიული და ხალისიანი პროფესიონალი, მაშინ თქვენი ცხოვრებაც უკეთესობისკენ შეიცვლება, შესაძლოა თმის შეჭრისთანავეც.

რაც უფრო ასაკოვანია ოსტატი, მით ძლიერია მისი გავლენა თქვენს ცხოვრებაზე. თუ თქვენ დამოუკიდებელი ადამიანი ხართ, საკუთარ პრობლემებს თავად აგვარებთ ხოლმე, არ გიყვართ როდესაც ხელს გიშლიან, აირჩიეთ ოსტატი ან თქვენი თანატოლი ან უფრო ახალგაზრდა.

თუ გაურკვეველი მიზეზების გამო, ქრონიკულად არ გიმართლებთ, სასურველია მოიძიოთ ასაკოვანი და ცნობილი თმების ოსტატი, თუნდაც გაცილებით ძვირი ღირდეს მასთან ვიზიტი, სამაგიეროდ ამის შემდეგ თქვენი ცხოვრება მკვეთრად შეიცვლება, თუ გაითვალისწინებთ და სწორად შეარჩევთ ასევე ვიზიტის მომენტს, არა მარტო შეიცვლება, არამედ კარდინალურად გაუმჯობესდება ყველაფერი.

წესი მეორე:

ნუ შეიჭრით თმებს თვითონ - ეს „ცრურწმენაა“, თუმცა ადამიანისთვის ძალიან რთულია საკუთარი თავის განკურნება. როგორც არ უნდა ძლიერი და ნებისყოფიანი არ უნდა იყოს ადამიანი, მისთვის ძალიან ძნელია გაასწოროს საკუთარი ბიოველის დეფორმაციები, რადგან ზემოქმედებს დეფორმირებული ენერგიებით.

წესი მესამე:

სასურველია თუ თმებს შეგაჭრით ან პროცედურებს ჩაგიტარებთ თქვენივე სქესის ადამიანი, მუშაობის დროს თქვენ გეცვლებათ ეთერული, ასტრალური და მენტალური ბიოველი და შედეგად ჩვენ იოლად ვექცევით სხვისი გავლენის ქვეშ. ამიტომ, თუ მოეწონეთ განსხვავებული სქესის ოსტატს, ამან შესაძლოა უსიამოვნებები მოიტანოს თქვენს ცხოვრებაში. ბიბლიურ თქმულებებში სამსონი დაღუპა ქალმა, რომელმაც თმები შეაჭრა.

წესი მეოთხე:

თუ გინდათ, რომ შეჭრის შემდეგ თმები სწრაფად გაიზარდოს, შეიჭერით მატებად მთვარეზე (სავსე მთვარემდე).

აი თუ გინდათ, რომ თმები სწრაფად არ გაიზარდოს (მაგ:ხვეული თმა უფრო რომ დალაგდეს და არ აიხლართოს ერთმანეთში) მაშინ კლებად მთვარეზე შეიჭერით, ასეთ დროს თმის შეჭრით თმის ცვენაც შემცირდება.

ზოგიერთი ხალხების ტრადიციით თუ გაცივდით და თმის ბოლოებს მსუბუქად - ოდნავ შეიჭრით, შეჭრილ თმის ბოლოებს გაჰყვება ავადმყოფობის ენერგია და ორგანიზმი იოლად განიწმინდება უარყოფითი ძალებისაგან.

წესი მეხუთე:

არის დღეები,როდესაც თმების შეჭრა საზიანოა ასეთია:

მთვარის მე-9; 15; 23; 29 დღეები. აგრეთვე მზის და მთვარის დაბნელების დღეები. ასეთ დღეებში თმების შეჭრამ ან პროცედურებმა თმებზე შეიძლება ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვიოს ან როგორც ძველები ამბობდნენ ჭკუა და გონება დაიზიანოთ - შეასუსტოთ.

წესი მეექვსე:

სანამ სალონში ვიზიტს დაგეგმავთ, მოიფიქრეთ რა გინდათ შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში და გაითვალისწინეთ თმის შეჭრა კვირის დღეების მიხედვით:

ორშაბათი: ამ დღეს თმის შეჭრით გათავისუფლდებით უარყოფითი ემოციებისგან და პრობლემებისაგან, თმის შეღებვაც სასიკეთოა.

სამშაბათი: თუ რაიმე პრობლემის გადაჭრა გიძნელდებათ ან ფიზიკური ძალების ნაკლებობასა და აქტიურობის დაქვეითებას გრძნობთ ან მოგბეზრდათ მონოტონური ერთფეროვნება - ეწვიეთ თმის სალონს.

ოთხშაბათი: თუ გინდათ, რომ შეიტყოთ რაიმე ახალი ან საინტერესო, შეხვდეთ ახალ ადამიანებს ან ძველები მოიზიდოთ, ბევრი იმოგზაუროთ სხვადასხვა ადგილებში და ბევრი იურთიერთოთ - შეიჭერით ამ დღეს თმა.

ხუთშაბათი: ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობებში ცვლილებები, პოპულარობის ზრდა, იღბლიანობა და კეთილდღეობა გსურთ? ამ დღეს თმა შეიჭერით.

პარასკევი: ქალური სილამაზის დღე - როდესაც ამ დღეს იჭრით თმას, თქვენ არა მარტო ვარცხნილობას, გარეგნულ იერსაც იცვლით. ამიტომ, თუ თქვენთვის მისაღები და კომფორტულია, როგორც გამოიყურებით - თმებს ნუ შეიჭრით დღეს, მაგრამ თუ იმიჯის გაუმჯობესება გინდათ, მიაკითხეთ სალონს პარასკევ დღეს, განსაკუთრებით როდესაც მზე თხის რქაში იმყოფება (დაახლოებით 24 დეკემბერი - 22 იანვარი) ან როდესაც კუროს ზოდიაქოშია (დაახლოებით 22 აპრილი - 21 მაისი).

შაბათი: დღეს თმის შეჭრით გაიჯანსაღებთ მის მდგომარეობს და გარკვეულწილად კარმულ კორექციასაც მოახდენთ.

კვირა: დაასვენეთ სული და სხეული. თმებს ნუ შეეხებით“, - წერს ქეთი ოდიშელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩემთან პაციენტები ჩამოდიან მთელი მსოფლიოდან...“ - რატომ მოუწია ციცინო შურღაიას სამშობლოში დაბრუნება?

🎥 „გაზი დატოვა მოშვებული...“ - ვინ სცადა ციცინო შურღაიას მკვლელობა, პლასტიკური ქირურგის სკანდალური ინტერვიუ

⭕ „იცნობთ ადამიანს, რომელიც...სიყვარულში ითხოვს „გარანტიებს“ და პარტნიორს საკუთრებასავით უყურებს?“ - რას წერს რამაზ გიგაური