Digest Logo

„შენი ყველა ემოცია „ვალიდურია“, მაგრამ შენი ქცევა შენი არჩევანი და პასუხისმგებლობაა“ - რას წერს ფსიქოლოგი

1789574166
მარიამ მგალობლიშვილი

თითქოს ასე ვიცით, რომ ბრაზი, შური, ეჭვიანობა ან შიში „ცუდი“ ემოციებია.

სინამდვილეში, ემოცია ფსიქიკის ბუნებრივი, ავტომატური რეაქციაა. მაგალითად, შური თავისთავად არ არის პრობლემა, ის უბრალოდ გიჩვენებს, რა არის შენთვის ღირებული და რა გინდა რეალურად.

პრობლემა გარკვეული ქცევაა, რომელსაც ამ ემოციის საპასუხოდ ირჩევ: შურით გამოწვეული ბოღმა, სხვისი დევალვაცია ან ბოიკოტი უკვე სერიოზული პრობლემაა.

ემოცია ავტომატურად იბადება და მას ვერ აკრძალავ, თუმცა მის გადათარგმნაზე მოქმედებაში, სრული პასუხისმგებლობა შენია.

✅ ბრაზი არ არის პრობლემა.

❌ აგრესია და ყვირილი პრობლემაა.

✅ დაშორების ტკივილი არ არის პრობლემა.

❌ ნუმბინგი და იმპულსური კავშირები პრობლემაა.

✅ დანაშაულის განცდა არ არის პრობლემა.

❌ თვითგვემა და თავის მსხვერპლად ქცევა პრობლემაა.

✅ უარყოფის შიში არ არის პრობლემა.

❌ მუდმივად სხვების სიამოვნებაზე ფიქრი და საკუთარი ინტერესების უკან გადაწევა პრობლემაა.

✅ შფოთვა არ არის პრობლემა.

❌ ჰიპერკონტროლი და მიკრომენეჯმენტი პრობლემაა.

✅ მომენტებში არასრულფასოვნების განცდა არ არის პრობლემა.

❌ პერფექციონიზმი და გადაწვა სრულყოფილების დევნაში, პრობლემაა.

✅ სირცხვილი არ არის პრობლემა.

❌ იზოლაცია და ჩაკეტვა სირცხვილის გამო პრობლემაა.

✅ იმედგაცრუება არ არის პრობლემა.

❌ სხვების დადანაშაულება შენს წარუმატებლობაში, პრობლემაა.

✅ ხანდახან მოწყენილობის ან სიცარიელის განცდა არ არის პრობლემა.

❌ დამოკიდებულებებსა და იმპულსურ ქცევებში გადაშვება პრობლემაა.

✅ ზოგჯერ სიბრაზე საკუთარ თავზე არ არის პრობლემა.

❌ თვითდაზიანება (ფიზიკური თუ ემოციური) პრობლემაა.

🧠 ყველა ემოციის განცდა ლეგიტიმერურია, უბრალოდ ეცადე მართო ამ ემოციებისგან გამოწვეული შენი ქცევა..

ასევე დაგაინტერესებთ:

სალომე შარვაძემ გამომწერებს წონაში კლების საიდუმლო გაუმხილა - „ინექცია უკვე შეწყვეტილი მაქვს, ვაგრძელებ სწორ კვებას“

🎥 „ლილიტი“ თხის რქაში: რა თემებს წამოსწევს ტრანზიტი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის - ანა ჯალაღონიას ასტროლოგიური პროგნოზი

🎥 რა შეიცვალა მარიამ ელიეშვილის ცხოვრებაში შვილის დაბადების შემდეგ - „ძალიან უყვარს ქართული ინსტრუმენტები, სიმღერები“