Digest Logo

🎥 „შესაძლოა არაკეთილსინდისიერმა მეწარმემ შეურიოს სხვადასხვა წითელი საღებავი, ამიტომ დააკვირდით...“ - რა უნდა გავითვალისწინოთ ენდროს შეძენისას

1744359671
ენდროენდრო

აღდგომის პერიოდში გარდა პასკისა ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია კვერცხი და მასთან ერთად ენდრო. მნიშვნელოვანი მათი სწორად არჩევა. 

როგორ უნდა შევარჩიოთ კვერცხი, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება შეღებვის დროს, როგორ გავარჩიოთ დაფქული ენდრო ხელოვნურია თუ ბუნებრივი, რა შემთხვევაშია უსაფრთხო ხელოვნური საღებავი - ამ თემებზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა ირაკლი არაბულმა ისაუბრა:

„რეკომენდაციას ვუწევ კვერცხის ენდროთი შეღებვას, ეს იქნება ღეროთი თუ ფხვნილით. 

ეს ბუნებრივი საღებავია, რასაც დიდი ხანია ვიყენებთ და უვნებელია ჯანმრთელობისთვის. 

რაც შეეხება დაფქულ ენდროს, შესაძლოა არაკეთილსინდისიერმა მეწარმემ შეურიოს სხვადასხვა წითელი საღებავი, რამაც გააბევროს საღებავი. ასეთ შემთხვევაში, შეგვიძლია დავაკვირდეთ და მოხარშვის დროს არ უნდა ჰქონდეს ძალიან ხასხასა წითელი ფერი“, - ამბობს სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩემი უფროსი ძაღლი, როცა უბანში როცა ჩამოდის ავტორიტეტი აქვს სხვა ძაღლები ეთაყვანებიან“ - ნიკოლოზ ხარატი

🎥 „არ ისაუბროთ თქვენ სამომავლო გეგმებზე, თუნდაც მეგობრებთან“- 11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕კვერცხი, პასქა და ჯეჯილი - რა სიმბოლური დატვირთვა აქვთ მათ