ექიმი კოტე თოდუა წონის კლების გარშემო არსებულ მითებსა და რეალურ მეცნიერულ ფაქტებზე საუბრობს.
მედიკოსი განმარტავს, თუ რატომ არ „ფუჭდება“ მეტაბოლიზმი დიეტის დროს, რატომ არის პირველ დღეებში დაკლებული კილოგრამები ძირითადად წყალი და არა ცხიმი, და რატომ მოქმედებს წყვეტილი შიმშილი მხოლოდ კალორიული დეფიციტის ხარჯზე.
ექიმის თქმით, მთავარი გამოწვევა წონის დაკლების შემდეგ იწყება, რასაც სპეციალური მიდგომა და შიმშილის ჰორმონების მართვა სჭირდება:
„ვისაუბრებთ წონის კლების მითებზე. სინამდვილეში რატომ ვიკლებთ წონაში ან ვიმატებთ.
ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ძალიან ბევრს ჭამს და არ იმატებს. ნელი მეტაბოლიზმი მაქვს და ამიტომ ვიმატებ. ან თუ საუზმეს არ შეჭამ ვერ დაიკლებ. ან საღამოს 6 ის მერე არ უნდა ჭამო.
ასეთი ძალიან ბევრი მითი შეიძლება გსმენიათ. აქედან უმეტესობა მცდარია, ნაწილში კი არის სიმართლის მარცვალი. ეს სიმართლის პატარა ნაწილი კი ყველაზე სახიფათოა. როდესაც ჭეშმარიტ მექანიზმს გაიგებთ, წონის კლება ნაკლებად იდუმალი ხდება.
რადგან მეტაბოლიზმი ნელი მაქვს, მაგიტომ ვარ ჭარბწონიანი, თუ ადამიანი წონას მარტივად იმატებს, მაშინ მისი მეტაბოლიზმი ნაკლებ ენერგიას ხარჯავს - ეს მცდარია, რადგან ჭარბწონიან ადამიანს მოსვენებულ მდგომარეობაშიც კი უფრო სწრაფი მეტაბოლიზმი აქვს და ენერგია, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს. დიდ სხეულს მეტი ენერგია სჭირდება.
დიეტის დროს მეტაბოლიზმი მართლაც ადაპტირდება, მაგრამ ის არ „ფუჭდება“. წონის კლებასთან ერთად ენერგიის ხარჯვა მცირდება და ძველი დეფიციტი შეიძლება გაქრეს. „შიმშილის რეჟიმი“ ცხიმის წვას არ აჩერებს.
ძალიან მკაცრმა დიეტამ შეიძლება შეამციროს ენერგიის ხარჯვა და მოძრაობა, მაგრამ ენერგიის დეფიციტში სხეული ცხიმის მარაგს მაინც იყენებს.
სასწორზე სწრაფი −2 ან −3 კგ ყოველთვის ცხიმის დაკარგვა არ არის. პირველ დღეებში დიდი ნაწილი შეიძლება იყოს წყალი, გლიკოგენი და ნაწლავის შემცველობა. ნახშირწყლები და ინსულინი თავისთავად არ ბლოკავს წონის კლებას. ინსულინი გავლენას ახდენს ცხიმის მეტაბოლიზმზე, მაგრამ ენერგიის ბალანსს არ აუქმებს.
წყვეტილი შიმშილი მუშაობს ძირითადად მაშინ, როდესაც ნაკლების ჭამას გიადვილებთ. იგივე კალორიებზე მისი „მაგიური“ უპირატესობა ჩვეულებრივ მცირეა ან საერთოდ არ ჩანს.
საკვების ხარისხი მნიშვნელოვნად ცვლის მადას. კონტროლირებულ კვლევაში ულტრაგადამუშავებულ კვებაზე ადამიანები საშუალოდ დაახლოებით 500 კილო კალორიით მეტს ჭამდნენ დღეში.
წონის კლებისთვის მხოლოდ ვარჯიში ხშირად საკმარისი არ არის, მაგრამ ვარჯიში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კუნთის შესანარჩუნებლად, ჯანმრთელობისთვის და დაკლებული წონის შესანარჩუნებლად.
ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი წონის დაკლების შემდეგ იწყება. წონის დაბრუნება მხოლოდ „ნებისყოფის ნაკლებობა“ არ არის - შიმშილი შეიძლება გაიზარდოს, ენერგიის ხარჯვა შემცირდეს და ახალი, დაბალი წონის შენარჩუნებას ცალკე სტრატეგია სჭირდება“, - ამბობს კოტე თოდუა ვიდეოში.
ვრცლად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 5-11 ოქტომბრის კვირაში განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი ელოდება