Digest Logo

🎥 წუწუნი - ჩვევა თუ ნეგატივისგან დაცლის საშუალება, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ სხვისი ნეგატიური ემოციები გადამდები ხდება? - ზაზა ქოიავას რჩევები

1744654088
ზაზა ქოიავა

წუწუნი - ჩვევა თუ ნეგატივისგან დაცლის საშუალება, როგორ უნდა მოვიქცეთ თუ სხვისი ნეგატიური ემოციები გადამდები ხდება? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „შუადღე“ ფსიქოლოგმა ზაზა ქოიავამ ისაუბრა:

„წუწუნი არის ნეგატიური განწყობა, ფიქრები და ვერბალიზაცია საზოგადოებაში. ზოგიერთ შემთხვევაში არის ნეგატიური ფიქრებისგან დაცლა და იმ ადამიანის განწყობა. მიუხედავად იმისა, რომ ჰგონია იცლება და სხვას ახვევს თავზე, ამის გარდა აუცილებლად მის თავის ტვინში მიმდინარეობს უარყოფითი პროცესები. მაგალითად მის თავის ტვინში გამოიყოფა ზომაზე მეტი კორტიზოლი, რომელიც არის ნეგატიური ჰორმონები და შემდგომ მის ცხოვრებას კარნახობს. როდესაც შენ შვილს ეუბნები ეზოში რამეზე არ ახვიდე და არ გადმოვარდე, ამით ზრდი ალბათობას, რომ მართლაც ასე მოხდება. როგორ იქნება მომავალში რაიმე, ამის შემოქმედები ვართ ჩვენ თვითონ, ხალხი.

თუ ისე რაღაც არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა, არ უნდა ჩავვარდეთ დეპრესიაში და უნდა ავიღოთ გაკვეთილად და ხვალ და ზეგ გამოვიყენოთ. ავიღოთ უკუკავშირი, გავუშვათ ხელი და გავაგრძელოთ ცხოვრება. სერატონინისა და დოფამინის დონე რომ მცირდება, უფრო მაღალია იმის საშიშროება, რომ დავმარცხდებით“, - აღნიშნა ზაზა ქოიავამ.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რა ტიპის ალერგიები არსებობს და რატომ მძაფრდება გაზაფხულზე ალერგიული ფონი? - სპეციალისტის განმარტება

⭕„ნეპტუნმაც თავისი ქნა და საიდუმლოებებიც გამომჟღავნდა...“ - თამარ აქუბარდიას ასტროპროგნოზი

⭕კეტი პერი, ლორენ სანჩესი, გეილ კინგი და ეკიპაჟის სხვა წევრი ქალები დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდნენ