Digest Logo

„ყველაზე მტანჯველი პრაქტიკაა“ - ასკეზა ქალებისთვის, რომელიც 40 დღეში კარმას ცვლის: ნინუშკა ლისენკოსგან

1783675483
ნინუშკა ლისენკო

ნინუშკა ლისენკო ტაროლოგია, რომელიც საზოგადოებას პერიოდულად რჩევებსა და კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით რიტუალებს უზიარებს.

ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ქალებს 40-დღიან ასკეზას უზიარებს, რომელიც კარმას ცვლის:

1. წუწუნის, ვაი-ვიშის და პრობლემებზე ლაპარაკის სრული აკრძალვა. ხმამაღლა და ფიქრებშიც კი.
არ შეიძლება თქვა: „დავიღალე“, „როგორ ყელში ამოვიდა ყველაფერი“, „მე არ მაქვს...“, „ნერვებს მიშლის“. ხუმრობითაც კი.

ყოველ წუწუნს თავადვე აფიქსირებ და ანაცვლებ ნეიტრალური ან მადლიერი ფრაზით. თავიდან მოგეჩვენება, რომ სათქმელი საერთოდ არაფერი გაქვს.

ხოლო მოგვიანებით აღმოაჩენ, რომ წუწუნი მხოლოდ იაფი ხერხი იყო ყურადღების მისაქცევად და საკუთარი თავიდან პასუხისმგებლობის მოსახსნელად.

2. არანაირი თავის მართლება. არც სხვების წინაშე და არც საკუთარ თავთან.
ნუ განმარტავ, რატომ დააგვიანე, რატომ ვერ შეასრულე, რატომ არ მიხვედი. ნუ ეძებ მიზეზებს გარემოებებში: ან აკეთებ — ან არა, ან მიდიხარ — ან არა.

ეს სასტიკად აშიშვლებს იმას, თუ რამდენი ენერგია იხარჯებოდა ალტერნატიული რეალობების აგებაზე, სადაც შენ „არ იყავი დამნაშავე“. ახლა კი მთელი ეს ენერგია მოქმედებს.

ყოველ საღამოს — ერთი საათი სრული სიჩუმე და მარტოობა. წიგნების, მუსიკის და ტელეფონის გარეშე.
მხოლოდ შენ და სიჩუმე. პირველ დღეებში ეს იქნება წამება — ზედაპირზე ამოტივტივდება ყველა დათრგუნული ფიქრი, შიში და დისკომფორტი.

გაქცევა მოგინდება, მაგრამ სწორედ ამ სიჩუმეში დაიწყება საკუთარ თავთან ნამდვილი კონტაქტის დაბადება — არა იმასთან, ვინც უნდა იყო, არამედ იმასთან, ვინც რეალურად ხარ.გაცნობიერებული მადლიერება იმის გამო, რაც ჩვეულებრივ თავისთავად ცხადად მიგვაჩნია.

არა უბრალოდ „მადლობა ამ დღისთვის“.

არამედ კონკრეტულად: მადლიერება ონკანიდან წამოსული თბილი წყლისთვის, სკამისთვის, რომელზედაც ზიხარ, დანახვის შესაძლებლობისთვის. ეს ტვინის გადაპროგრამებას ახდენს დეფიციტის რეჟიმიდან („მე რაღაც მაკლია“) სიუხვის რეჟიმზე („მე უკვე ძალიან ბევრი რამ მაქვს“).

საკუთარ ანარეკლთან შეხვედრა სარკეში კრიტიკის გარეშე.

ყოველ დღე უყურე საკუთარ თავს თვალებში 5 წუთის განმავლობაში ყოველგვარი ნეგატიური ფიქრის გარეშე. არ შეაფასო სახე, სხეული, კანი. უბრალოდ უყურე მიმღებლობით.

ქალების უმეტესობისთვის ეს ყველაზე მტანჯველი პრაქტიკაა, რადგან ჩვენ დავივიწყეთ საკუთარი თავის შეფასების გარეშე დანახვა. და ეს არის მთავარი გასაღები: სანამ არ მიიღებ შენს ანარეკლს, სამყაროც ზუსტად ამავე მიუღებლობას აგირეკლავს უკან. ეს ასკეზა არ არის აკრძალვები მხოლოდ აკრძალვისთვის.

ის არის ცხოვრების ძველ წესებთან კავშირის გაწყვეტაზე: იყო სუსტი, რათა გადაგარჩინონ; იწუწუნო, რათა შეგიცოდონ; თავი იმართლო, რათა არ შეეჯახო შედეგებს.

40 დღეში იცვლება შინაგანი მდგომარეობა: კლებულობს ფორიაქი და აურზაური, ჩნდება მეტი სიცხადე და მეტი საკუთარ თავზე დაყრდნობის უნარი. და მაშინ ძველი სცენარები ასე მარტივად ვეღარ გითრევენ“, - წერს ნინუშკა ლისენკო.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Lisoo 🎠 (@ninushkalisenko4)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვერ ვღალატობ იმერლებს და ჩემ ბებიებს“ - გაიცანით ზესტაფონში პირველი ქალი ავტობუსის მძღოლი

⭕ ტაქტის „ჭარბი” გრძნობა: ანუ ზოდიაქოს 3, ყველაზე თავხედი ნიშანი

⭕ „საინტერესო მოვლენასთან გვაქვს საქმე“ - რა კადრებს აქვეყნებს გიორგი ნიკოლავა მაღალმთიანი აჭარიდან