Digest Logo

2 პაციენტის გარდაცვალების ბრალდება, მამამთილის საყვარლობაზე აგორებული ჭორი და 30-წლიანი სიყვარულის ისტორია - ნინო ნადირაძის სკანდალური ამბები

1675594525
ნინო ნადირაძე

„ჩემი ცხოვრება დაბადების დღიდან რთული იყო, რადგან მეოთხე ხარისხის ასფიქსიით დავიბადე და ექიმები ჩემს გადასარჩენად ორი საათი იბრძოდნენ“, - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში ექიმი - ნინო ნადირაძე.

ჰოდა, ბრძოლა სიმართლის დასამტკიცებლად ახლაც უწევს...

👉რატომ დააპატიმრეს ნინო კუზანოვას მშობლები მისი ნიშნობის წინა დღეს და რა დაავადებას ებრძოდა ახალდაბადებული

ბოლო დროს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებზე წარდგენის შემდეგ, მასზე საუბარი აქტუალური გახდა.

დღეს სწორედ მის შესახებ გიამბობთ და გაგაცნობთ, ჭორ-მართალს ნადირაძესთან დაკავშირებით.

ნინოს ამბავი სიყვარულისა 

„ეს კლაუდია შიფერი ვინაა, ეს ლამაზთავიანი ბიჭი ვისია...“ - ამ სიტყვებით შეამკო ნინო ნადირაძემ 1993 წელს მომავალი მეუღლე.

პლასტიკური ქირურგის გუგა კუზანოვისა და მისი მეუღლის, ნინო ნადირაძის სიყვარულის ისტორია განსხვავებული, სახალისო და ფერადია. მათი ისტორია ისეთივე მხიარულია, როგორც თავად წყვილი. მათ პოზიტივს მაყურებელი ცისფერი ეკრანიდანაც გრძნობს, რითაც ბევრი ადამიანის სიყვარული დაიმსახურეს.

ნინო:

მწვანე კონცხზე დავინახე ლამაზთავიანი ბიჭი... მახსოვს 93 წელი იყო....

გუგა:

ძმაკაცებთან ერთად ვიყავი და ორი გოგო შევამჩნიე ერთი ქერა, მეორე შავგვრემანი. ჩემი ყურადღება ნინომ მიიპყრო და მაგის მერე „ვიტანჯები“...

ბათუმში ყველა კუპონი ამას დავახარჯე.... პირველივე შეხვედარაზე ისე დათვრა, რომ ვერ გეტყვით....

როგორც ხშირად თავად ამბობენ, 93 წლის შემდეგ ერთმანეთს უძლებენ და კუზანოვების ოჯახს ამყარებენ.

არიან მუდამ პოზიტიურები და არავისი შურთ. არც ერთმანეთს ებუტებიან...

ნინო:

იცით, რა არ მავიწყდება? კაფეში დამპატიჟა 2 ყავა და 1 „ბაუნტი“ აიღო, შენ მიირთვი მე არ მიყვარსო... მერე გავიგე. რომ მეორე „ბაუნტის“ საყიდელი ფული არ ჰქონდა...

წყვილმა გაცნობიდან მალევე იქორწინა.

გუგა:

მაშინ რესტორნები და მსგავსი რაღაცები არ იყო, ომის პერიოდი იყო, შესაბამისად, ქორწილი ჩემს სახლში გადავიხადეთ.

ნინო:

დამცინოდნენ საქორწინო კაბა არ ჰქონდა „საროჩკით“ მოვიდაო. თქვენ იცინეთ და კი გახდა სამარადისო ეს კაბა, მეტი არც ჩამიცვამს...

გუგას თქმით, ნინო კარგი კულინარია, თუმცა მხოლოდ საახალწლოდ ამზადებს კერძებს.

გუგა:

იცის, გგონიათ არ იცის კერძების მომზადება? უბრალოდ არ აკეთებს. მხოლოდ საახალწლოდ... გოჭსაც წვავს და კუჭმაჭსაც გემრიელს აკეთებს...

ეს „იმენა პარკეტის ქალია“, მოგზაურობაც არ უყვარს... ამას ბრენდული მაღაზიები და პარკეტი.

ყველას კარგად ესმის, რომ იდეალური ოჯახი არ არსებობს, ყველგან არის ჩხუბი, აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ეს ნორმებს არ უნდა გასცდეს.

როგორც წესი, კამათი განამტკიცებს ოჯახს...

თქვენ წარმოიდგინეთ და, ისეთი იდეალურ ოჯახშიც კი, როგორიც კუზანოვები არიან, ხშირად ჩხუბობენ, უბრალოდ ეს კამათი ოჯახს ამყარებს...

ნინო:

არასდროს მეუბნება, რომ ლამაზი ვარ, არც სიყვარულს მიხსნის... ერთხელ, მთვრალმა მითხრა, დასავით მიყვარხარო...

მერე მითხრა შვილებზე ძალიან მიყვარხარო... გუგა რომ არ მყავდეს არ ვიცი რა მეშველებოდა...

მადლობელი ვარ უფლის, რადგან გუგა გამომიგზავნა...

„ჭორი - მამამთილის საყვარლობა“

„19 წლის ვიყავი, რომ დამაბრალეს მამამთილის საყვარლობა. ვითომ ამის მერე გავიცანი გუგა“, - ამბობდა ნადირაძე სააკაშვილის სასამართლო პროცესზე.

ნახეთ ვიდეო

2 ადამიანის გარდაცვალება და თანხის მითვისება - ბრალდებები ნინო ნადირაძეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, 2017 წელს კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორი, ფარმან ჯეირანლი წარდგენილ ბრალს არ აღიარებდა. მას პაციენტებისგან დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლება ედებოდა ბრალად.

ბრალდებულის ადვოკატის, მიხეილ ოთარაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან აცხადებდა, რომ „ლანცეტის“ დირექტორს თანხა არ მიუთვისებია. ადვოკატი აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ სასამართლო სხდომაზე არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენების მოთხოვნასა და 50-იდან 100 ათასამდე ლარის გირაოს შეთავაზებას გეგმავდა.

კლინიკა „ლანცეტში“ ღვიძლის გადანერგვის შემდეგ გარდაცვლილი კარლო კეკელიძის მეუღლე, ნანა კეკელიძე, კლინიკის ყოფილი მთავარი ექიმის - ნინო კუზანოვას და კლინიკის იურისტის - გიორგი არჩვაძის დასჯას ითხოვდა.

ნანა კეკელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ კუზანოვა ოპერაციამდე მას და მის მეუღლეს ოპერაციის წარმატებით ჩატარებას დაჰპირდა და არწმუნებდა, რომ ოპერაციას გამოცდილი და ლიცენზირებული ექიმები ჩაატარებდნენ.

ნინო კუზანოვა კლინიკაში ღვიძლის გადანერგვისას ორი პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ გრძნობდა. მისი თქმით, მან და ჯეირანლიმ ამ საკითხზე იკამათეს, რის გამოც ის „მნიშვნელოვან საკითხებს“ ჩამოაშორეს და კლინიკის დატოვება მოუწია.

2016 წელს კლინიკა ლანცეტში ორი ოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგად გიორგი ჩუბინიძე და კარლო კეკელიძე გარდაიცვალნენ.

2017 წლის 22 მაისს კი, საქართველოს პროკურატურამ პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებისა და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვის ბრალდებით, კლინიკის დირექტორი დააკავა.

🔘 აგრეთვე წაიკითხეთ:

კუზანოვების ახალი წელი - ფოტოამბები

სოფომდე მყვარებია, თან ძალიან, თუმცა... - „მზეთუნახავისა“ და გვარამიას ისტორია

ცოტა რამ თიკა ფაცაციას მეუღლეზე და ფოტოები საოჯახო ალბომიდან