ნუტრიციოლოგი სანდრო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში ფსიქიატრიისა და იურისპრუდენციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და უჩვეულო ფენომენის, ბილი მილიგანის შესახებ წერს.
უილიამ სტენლი მილიგანი (1955–2014) გახდა პირველი ადამიანი, რომელსაც იდენტობის დისოციაციური აშლილობა (მრავალპიროვნულობა) დაუდგინდა და ამ დიაგნოზის საფუძველზე მძიმე დანაშაულებისგან გაამართლეს. მის გონებაში ერთდროულად 24 დამოუკიდებელი პიროვნება თანაარსებობდა, რომლებიც ერთმანეთისგან ასაკით, სქესით, ეროვნებით, ინტელექტითა და ხასიათით განსხვავდებოდნენ.
„ბილი მილიგანი - ადამიანი რომლის გონებაშიც თანაარსებობდა 24 დამოუკიდებელი პიროვნება, რომლებიც განსხვავდებოდნენ ასაკით, სქესით, ეროვნებით, ინტელექტითა და ხასიათით.
მთავარი პიროვნებები
ბილი — ძირითადი პიროვნება, რომელიც ღრმა დეპრესიაში იმყოფებოდა.
ართური — 22 წლის განათლებული ინგლისელი, რომელიც მართავდა გონებას და წყვეტდა, ვის უნდა დაეკავებინა „ცნობიერების ცენტრი“.
რეიჯენ ვადასკოვინიჩი — იუგოსლავიელი „მრისხანების მცველი“, საბრძოლო ხელოვნებების ოსტატი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ფიზიკურ ძალასა და უსაფრთხოებაზე.
ალენი — კომუნიკაბელური და მანიპულატორი პიროვნება, ერთადერთი, ვინც ეწეოდა და დრამზე უკრავდა.
დევიდი — 8 წლის „ტკივილის მცველი“, რომელიც ფიზიკურ ტანჯვას საკუთარ თავზე იღებდა.
მასწავლებელი — ყველა 23 ალტერ-ეგოს გაერთიანებული სახე, რომელსაც ახსოვდა ყველაფერი და ეხმარებოდა ექიმებს მოვლენების ქრონოლოგიის აღდგენაში.
1977 წელს მილიგანი ოჰაიოს შტატში დააკავეს შეიარაღებული ძარცვისა და სამი სტუდენტი გოგონას გაუპატიურების ბრალდებით. ფსიქიატრიული ექსპერტიზის დროს გაირკვა, რომ დანაშაულები თავად ბილის კი არა, მის სხეულზე კონტროლის მომპოვებელ სხვა პიროვნებებს (კერძოდ, რეიჯენსა და 19 წლის ადალანას) ჰქონდათ ჩადენილი.
სასამართლომ ის შეურაცხადად ცნო.
ეს გახდა აშშ-ის სასამართლო პრაქტიკაში პირველი შემთხვევა, როდესაც მძიმე დანაშაულში ბრალდებული გაამართლეს მრავალპიროვნულობის დიაგნოზის გამო და ციხის ნაცვლად იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე გაგზავნეს“, - წერს სანდრო ჯიბლაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ საქართველოში უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი