Digest Logo

ბოლო 12 თვის განმავლობაში, ქართველებმა 280 000 კილოგრამზე მეტი ბურგერი მიირთვეს

1748933527
ბურგერი

ვის არ უყვარს კარგი ბურგერი? მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქართველოში ბურგერები განსაკუთრებულად გვიყვარს. რადგანაც 28 მაისი ბურგერების დღეა - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გემრიელი საკვების დღე, Glovo-მ საინტერესო სტატისტიკა გაავრცელა, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში, აპლიკაციაში გაფორმებული შეკვეთების მიხედვით დააგროვა.

როგორც აღმოჩნდა, ჩვენს ქვეყანაში, ბურგერების ნამდვილი ბუმია.

ბურგერების პოპულარობა იზრდება

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ქართველებმა ბურგერებისადმი დაუოკებელი წყურვილი გამოავლინეს:

Glovo-ს მეშვეობით 2 მილიონი ბურგერი მივიდა მომხმარებლამდე  - ეს მაჩვენებელი წელთან შედარებით 10%-ითაა გაზრდილი;

ასევე გაზრდილია იმ უნიკალური მომხმარებლების რაოდენობაც, რომლებიც ბურგერებს უკვეთავენ, თანაც,  11%-ით;

სმეშ ბურგერები ქართველ მომხმარებლებს განსაკუთრებულად უყვარს, რასაც 1,600%-იანი ზრდაც ადასტურებს.

სხვა პერსპექტივით რომ შევხედოთ, ესაა დაახლოებით 5,700 ბურგერი დღეში ან 240 ბურგერი ყოველ საათში.

135 გრამიანი კატლეტის საშუალო წონის გათვალისწინებით კი, ბოლო 12 თვის განმავლობაში, ქართველებმა 280 000 კილოგრამზე მეტი ბურგერი მიირთვეს!

როდის ჭამენ ქართველები ყველაზე მეტ ბურგერს?

პიკური მოხმარების დრო საღამოს 20:00 საათია.

ყოველკვირეული შეკვეთების მნიშვნელოვანი წილი - 30%, საღამოს 17:00 საათიდან 19:00 საათამდე ფორმდება.

ბურგერების შეკვეთის რეკორდული დღეა პარასკევი, 2024 წლის 27 დეკემბერი. ამ დღეს, ქართველებმა 8,327 ბურგერი შეუკვეთეს - ეს კი დაახლოებით 6 ბურგერია ყოველ წუთში!

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ვის მიეცემა შესაძლებლობა მარტივად გადაჭრას ძველი პრობლემები? - 3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕მეგობრების „დუო“ სკანდალური განცხადებების შემდეგ დაბრუნდა - რა კადრებს აქვეყნებს მარიამ შენგელია?

🎥 გაიცანით საქართველოზე უსაზღვროდ შეყვარებული სომეხი ბიჭი - „ჩემთვის საქართველო მეორე სამშობლოა“

წყარო: trend.ge