მამა საბა, ერისკაცობაში სულხან ჭიკაიძე, თბილისის ორ ეკლესიაში მსახურობს და მთელი ქვეყანა იცნობს.
იგი პოდკასტის „ირინას ეპიზოდი“ სტუმარი იყო, სადაც ნაკურთხი წყლის ძალაზე ისაუბრა და თქვა, რომ ამ დროს წყალი სტრუქტურასაც იცვლის:
„ეს ნამდვილად მადლმოსილი წყალია, ეს მეცნიერებმაც შეამოწმეს. წყალი სტრუქტურასაც კი იცვლის, უდიდესი ძალა აქვს ნაკურთხ წყალს.
ამ დღეს მეორენაირად წყალკურთხევასაც ეძახიან, რადგან დედამიწაზე მყოფი ყველა წყალი იკურთხება ასეთ დროს და თვითონ ადამიანიც, ცნობილია, რომ ადამიანის 70%-ი წყლისგან შედგება.
მიაქციეთ ყურადღება, რამდენად მნიშვნელოვანია წყალთან დაკავშირებული ურთიერთობა და წყალი! წყალი ზოგადად ძალიან საიდუმლოებით მოცული სტიქიაა. არსად არის გამახვილებული ყურადღება, არც წერია არსად, როდის შეიქმნა წყალი.
წერია, რომ როცა ღმერთმა შექმნა ცა და მიწა, მიწა იყო უსახურიო და იქ სული ღვთისა იძვროდაო, იქცეოდა წყალთა ზედაო! მაგრამ წყალი როგორ შეიქმნა არ წერია. თავდაპირველი სტიქიაა. ალბათ ამაზე რამე ვერსიები არსებობს, მაგრამ მე არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემი აზრით, ძალიან ღვთიური სტიქიაა.
ქართულ ენაშიც ბევრი სიტყვა გვაქვს: წყალობა, მოწყალება, საწყალი. ქართული ენა ბევრ საიდუმლოს ინახავს. მეცნიერების მოსაზრებები არსებობს, რომ ქართული ენა დასაბამისურია. ეს არის ენა, რომელზედაც კაცობრიობა საუბრობდა, ვიდრე ბაბილონის გოდლამდე“, - ამბობს მამა საბა (ჭიკაიძე).
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=ydfphmgkTko

ასევე დაგაინტერესებთ: